რაგბი

14:29 | 22.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

„იტალია საქართველომ რომ შეცვალოს...“

ექვს ერზე იტალიელთა მორიგი წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, ტურნირის გახსნაზე უკვე პრაქტიკულად ყველა გავლენიანი გამოცემა წერს. ამჯერად საკუთარი ხედვა ფრანგულმა rugbyrama-მ წარმოადგინა:

„როგორც ჩანს, იტალია ძალიან შორსაა სხვა ქვეყნების დონისგან. ამ დროს საქართველო ქვედა დონის ექვს ერში „დაფრინავდა“ და რა მოხდებოდა გადათამაშება რომ მოეწყოს?“ - წერია შესავალში და 2000 წლიდან დღემდე, იტალიელთა სტატისტიკურ მაჩვენებლებზეა ყურადღება გამახვილებული:

„17 ტურნირიდან 11-ში იტალია ბოლო ადგილზე დარჩა და „ხის კოვზი“ შემართა. დანარჩენი 6 შემთხვევიდან ოთხში ბოლოსწინა მეხუთე ადგილს დასჯერდა, ხოლო ორჯერ მეოთხე ადგილს შეწვდა. 2000 წლიდან დღემდე, სერხიო პარისეს თანაგუნდელებმა 85 მატჩიდან მხოლოდ 12 მოიგეს და საპენსიოდ გამზადებულ მარტინ კასტროჯოვანის, ტურნირზე მაინცდამაინც კარგი მოგონებები არ უნდა ჰქონდეს.

ინდივიდუალურად, წაგებულ თამაშებს თუ გადავხედავთ, კასტროჯოვანიმ 60 შეხვედრიდან 52, ხოლო პარისემ 55-იდან 45 დათმო. ამ გულდასაწყვეტი ისტორიის დასასრულს შეგახსენებთ, რომ იტალიამ მიმდინარე სეზონში ყველაზე სუსტი დაცვა ითამაშა და 224 ქულა და 29 ლელო გაუშვა.

ამავდროულად, საქართველო ზრდას განაგრძობს და ამის დემონსტრირება გასულ მსოფლიო თასზეც მოახდინა. მათ ერთა თასზე 10-ივე თამაში მოიგეს და იტალია მსოფლიოს რეიტინგშიც ჩამოიტოვეს [მე-12 საქართველოა, მე-14 იტალია]. და რას ვნახავდით თუ გადათამაშებას მოვაწყობდით? სერხიო პარისეს ამაზე განსხვავებული აზრი აქვს: „არცერთი გუნდი არ იმსახურებს ჩვენს ადგილს“. ჩვენ მას ვერ დავეთანხმებით...“

www.worldrugby.ge

0.113907