ფეხბურთი

14:06 | 22.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიის ნაკრებმა ტერაქტების გამო ვარჯიში შეწყვიტა

ბრიუსელში დღეს დილით განხორციელებული ტერაქტების სერიის გამო ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა ვარჯიში შეწყვიტა.

“დღეს ფეხბურთს მნიშვნელობა აღარ აქვს. ვარჯიში გაუქმებულია. ჩვენი ფიქრები მხოლოდ ტერაქტების მსხვერპლთ უკავშირდება” - ნათქვამია ბელგიის ნაკრების “ტვიტერის” გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბელგიის ნაკრები 29 მარტს ბრიუსელში პორტუგალიის ნაკრებთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩისთვის ემზადებოდა. თუმცა, დიდი შანსია, ეს შეხვედრა აღარ შედგეს.

ტერორისტული თავდასხმები დღეს ბრიუსელის აეროპორტში და მეტროში განხორციელდა. ამჟამინდელი მონაცემებით, აფეთქებების შედეგად დაახლოებით 23 ადამიანია დაღუპული. ქალაქში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა.

0.15472