კალათბურთი

12:44 | 22.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტის” მორიგი რეკორდი (+VIDEO)

“გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “მინესოტას” 109:104 აჯობა. “მეომრებმა” მიმდინარე სეზონში 70 შეხვედრიდან 63 მატჩი მოიგეს და 7 წააგეს, რაც ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

“გოლდენ სტეიტს” 1995/96 წლების “ჩიკაგო ბულზის” (72 მოგება, 10 წაგება) რეკორდის დასამხობად დარჩენილი 12 შეხვედრიდან 10-ის მოგება სჭირდება.

რაც შეეხება უშუალოდ “მინესოტასთან” მატჩს, დრეიმონდ გრინმა 24 ქულა ჩააგდო, კარიმ ორმაგი დუბლი შეასრულა - 19 ქულა 11 პასი. მან 9-დან მხოლოდ ორი სამქულიანი ჩააგდო.

“ოქროს შტატელები” მომდევნო შეხვედრას 24 მარტს შინ “კლიპერსის” წინააღმდეგ გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120026