ეჰ, რა დრო იყო, როდესაც კრისტიან ვიერი ევროპის სტადიონებს ოვაციებს წყვეტდა და ისეთ ლამაზმანებს იკოტრიალებდა საწოლში, მათ დანახვას არაფერი ჯობდა. ეს კი არადა, ვიერის კაშკაშობიდან აგერ უკვე რამდენი წელია გასული და ბევრი ქალი მას ვერ ივიწყებს და სიზმარშიც კი იტალიელი შემტევი ესიზმრება.
უპოპულარულესი იტალიელი მოდელი მელისა სატა ვინ არ იცის? თუ არ იცით და აგერ გეტყვით, რომ ამისთანა მოდელი და შხუილა ქალბატონი იტალიაში კი არა, მთელს დუნიაზეც კი ერთ-ორი თუ დაიარება. ჰოდა, ამ მელისა სატას ამასწინათ ვიერიზე ისეთი რამეები ულაპარაკია, გულს რომ გაუხარებს ადამიანს.
როგორც სენიორა მელისა ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ "ბობოს" სკანდალურად და წივილ-კივილით დაშორდა, დღესაც დარწმუნებულია, რომ ვიერი მისთვის ყველაზე გამორჩეული მამაკაცი იყო და ერთგვარი გულისწყვეტით იძახის, ძველი დრო რომ იყოს, ვიერის საწოლში კოტრიალს კვლავ გავარძელებდიო. ნეტა ახლა რა უშლის ხელს?...