რაგბი

0:43 | 22.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

დღეს პორტუგალიასთან ნახევარფინალია

შაბათს დინამოზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველო და რუმინეთი შეებნენ, ამით საქომაგო ქართველებს არ დაგვმთავრებია - დღეს, 22 მარტს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში (ნახევარფინალები) უმცროსი “ბორჯღალოსნები” მასპინძელ პორტუგალიას ერკინებიან.

მატჩი საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება და მისი ნახვა ინტერნეტით რაგბი ევროპის ვიდეო პორტალზე იქნება შესაძლებელი.

უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” ტურნირზე პირველი მატჩი 18 მარტს, „უფროსებამდე“ ერთი დღით ადრე, რუმინეთის წინააღმდეგ გამართეს და მეტოქე 49:10 დაამარცხეს.

გუშინ, სამწვრთნელო შტაბმა 18-წლამდელთა სამატჩო რაზმი დაასახელა, სადაც წინა ტურნისგან რამდენიმე ცვლილებაა – თორნიკე ჯალაღონიამ რუმინეთთან 8 ნომერზე ითამაშა, დღეს კი, მას მწვრთნელები ცენტრში, 13 ნომერზე გამოცდიან.

ცენტრშივე მარქაფიდან დაწინაურდა კოტე ხამაშურიძე. მეორე ხაზიდან მესამეში გადაინაცვლეს არსენ მაჩალაძემ და კაპიტანმა ბექა საღინაძემ. სამწუხაროდ, ტურნირის დატოვება მოუწია არდაშ დარბოევს, რომელსაც მაღალი სიცხეები ჰქონდა. მის ნაცვლად, ლისაბონში გუნდს რევაზ ხარაზიშვილი შეუერთდა.

ევროპაზე ქართველთაგან მარტო მორაგბეები და სამწვრთნელო შტაბი როდი არიან – ლისაბონში მიმდინარე ტურნერზე საქართველოს რაგბის კავშირს ასევე წარმოადგენს რეფერი შოთა თევზაძე, რომელმაც წინა ტურში პორტუგალია-გერმანიის მეოთხედფინალი იმსაჯა. დღეს. თევზაძე ძირითადი ტურნირის პარალერულად მიმდინარე რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ალაფის ნახევარფინალს წაუძღვება ჰოლანდიასა და უკრაინას შორის.

საქართველო – პორტუგალია 22/03/2016, 16:00

ნახევარფინალი, ლაივსთრიმი >>> Rugbyeurope.tv

უკანა ხაზი (ბექები): 15. ბექა მამუკაშვილი, 14. გიორგი ნარიმანიძე, 13. თორნიკე ჯალაღონია, 12. კოტე ხამაშურიძე, 11. ივანე კალანდაძე, 10. გელა აფრასიძე, 9. ელგუჯა კიკვაძე.

შერკინება (ფორვარდები): 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. ჯაბა შათირიშვილი, 4. ბექა საღინაძე, 5. ლაშა ჯაიანი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. თენგიზ გიგოლაშვილი, 8. არსენ მაჩალაძე.

მარქაფა (რეზერვი): 16. გიორგი ნუცუბიძე, 17. ლევან პაპიძე, 18. ლუკა აზარიაშვილი, 19. გიგა გრიგალაშვილი, 21. იოსებ ხეტაშვილი, 22. გიორგი წიკლაური, 24. სანდრო კალმახელიძე, 25. საბა ხურცილავა, 26. რევაზ ხარაზიშვილი.

www.rugby.ge

0.112629