სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” ჩეხი ფორვარდი იან ვესელი ტრავმის გამო მინიმუმ ექვს კვირას გამოტოვებს. ამ ინფორმაციას Sportando.com ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ვესელიმ აქილევსის მყესი დაიზიანა და ტოპ-16-ის დარჩენილ მატჩებს დააკლდება. საეჭვოა მისი ასპარეზობა ევროლიგის პლეი-ოფშიც. ჩეხი კალათბურთელი უკვე გაემგზავრა აშშ-ში, სადაც დამატებით გამოკვლევას გაივლის.
მიმდინარე სეზონში იანის საშუალო მაჩვენებლები 28.0 წუთი, 12.0 ქულა, 7.0 მოხსნა, 1.7 პასი და 1.0 დაფარებაა.