როგორც უკვე გაუწყეთ, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინურ გუანჟოუში გამართული საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) მოიგო. საქართველოს პირველმა ჩოგანმა კარიერაში მე-3 ჩელენჯერზე იმარჯვა და რეიტინგში 107-ე ადგილამდე აღზევდა.
დაჯილდოების ცერემონიალის დროს ბასილაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ამ გამარჯვებით ძალიან გახარებული ვარ. მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს გაწეული სამუშაოსთვის, ლუკას კი ბოდიშს ვუხდი, რომ ფინალში დავამწუხრე.
იმედი მაქვს, აქ გამარჯვება წლის დარჩენილ პერიოდში წარმატებულ თამაშში დამეხმარება. გასული 2 თვის განმავლობაში, საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ ვიყავი, ამდენად, ჩელენჯერზე წარმატება თავდაჯერებულობას აუცილებლად შემმატებს”.