ჩოგბურთი

21:54 | 21.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ერანის კალაშნიკოვა მოუწონეს
ქართველმა ჩოგბურთელმა სარეკორდო 44-ე პოზიციას უწია

25 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელმაც გასულ კვირას ინდიან ველსის პრესტიჟული ტურნირის (საპრიზო ფონდი 6 844 130 დოლარი) წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში ითამაშა, რეიტინგში სარეკორდო წინსვლა განიცადა.

შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვა ამერიკულ ტურნირზე სახელოვან იტალიელ სარა ერანისთან ერთად ირჯებოდა და ერთბაშად 390 ქულა შეიმატა. შედეგად, ოქსანას 1590 ქულა მოუგროვდა წყვილთა კლასიფიკაციაში 63-ედან 44-ე პოზიციაზე აინაცვლა, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.

საინტერესოა, რომ იტალიელებმა სარას და მისი ახალი მეწყვილის თამაში დადებითად შეაფასეს და დუეტს საინტერესო მეტსახელიც შეურჩიეს OK SA RA. აქვე ერანის ფოტოს მონტაჟსაც წარმოგიდგენთ, რომლის არსიც იოლი გასაშიფრია.

დასასრულ, მოგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირიდან მაიმიში სტარტს მორიგი პრესტიჟული შეჯიბრი (საპრიზო ფონდი 6 844 139 დოლარი) აიღებს, თუმცა, ვინაიდან წყვილთა ბადე ჯერ არ გამოქვეყნებულა, უცნობია, კალაშნიკოვა და ერანი ისევ ერთად ითამაშებენ თუ – არა.

0.154589