კალათბურთი

19:11 | 21.03.2016 | ნანახია 1367 - ჯერ

გრინი: “ჩვენ მივდივართ 73 გამარჯვებისკენ”

“გოლდენ სტეიტის” ერთ-ერთმა ლიდერმა დრეიმონდ გრინმა განაცხადა, რომ მისი გუნდი 73 შეხვედრას მოიგებს და “ჩიკაგოს” რეკორდს დაამხობს.

“ამ წუთისთვის 62 მოგება და 7 წაგება გვაქვს, რაც რეკორდია, მთლიანი სეზონის რეკორდისთვის კი დარჩენილი 13 შეხვედრიდან 11-ის მოგება გვჭირდება და ეს რეალურია. ჩვენს დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ - 73 მოგებამდე მივდივართ”- განაცხადა გრინმა.

“გოლდენ სტეიტი” 1995/96 წლების “ჩიკაგოს” რეკორდის (72 მოგება, 10 წაგება) გაუმჯობესებისკენ მიიწევს. დარჩენილი 13 შეხვედრიდან “მეომრებს” 9 მატჩის ჩატარება სახლში მოუწევთ, ხოლო 4-ის გასვლაზე.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:03 | 22.03.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

71-ს გისურვებთ სულითა და გულით!

21:32 | 21.03.2016
Keisha Grey (22)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

20:57 | 21.03.2016
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

კი გეკუთვნიან, ალალად!!!!!!!!!!!!!!

0.12419