საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატში რუმინეთის 38:9 დამარცხებით სარეიტინგო მონაგარს 0,41 ქულა შემატა და ისტორიულ, მე-12 პოზიციაზე გამაგრდა.
საქართველოს უკან ტონგაა, ახლა მას ჩვენამდე 1 ქულაზე ოდნავ მეტი აშორებს და ასე დარჩება ივნისამდე. ივნისში ოკეანეთის რეგიონალური ჩემპიონატი იწყება, იქ ტესტ-მატჩების გასამართად საქართველოს ნაკრებიც გაემგზავრება და მის შედეგბზე იქნება დამოკიდებული, განაგრძობენ თუ ვერა „ბორჯღალოსნები“ მოწინავე 10-ეულისკენ სწრაფვას. უკვე ცნობილია, რომ მილტონ ჰეიგის შეგირდები 25 ივნისს სუვაში, ფიჯის ნაკრებს შეხვდებიან, რომელიც მე-11 ადგილზეა და 4-ზე მეტი ქულით გვისწრებს.
ერთა თასის დასკვნითი ტურის შედეგებმა, კერძოდ ლისაბონში პორტუგალიის დიდი სხვაობით დამარცხებამ, რუსეთს 0,79 ქულა შესძინა და მე-19 ადგილზე დაბრუნდა, ხოლო დაქვეითებული „ლობუში“ 30-ეულის მიჯნაზეა. გერმანიას და ესპანეთს ფრემ სარეიტინგო ქულებში თითქმის არანაირი ცვლილება არ მოუტანა.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროს რეიტინგშო ექვსი ერის „გრანდ სლემით“ გამარჯვებული ინგლისი ლიდერობს, რომელმაც დასკვნით ტურში საფრანგეთს პარიზში მოუგო და რეიტინგი 0,92 ქულით გაიმდიდრა. შედეგად, ის მეოთხე ადგილამდე აღზევდა და უკან ჩამოიტოვა უელსი, რომელსაც იტალიის განადგურამ ვერაფერი შესძინა. მე-8 ადგილი შეინარჩუნა საფრანგეთმა და ამის მიზეზი შოტლანდიის მარცხია. სქოთები ირლანდიაში დამარცხდნენ და 0,63 ქულა დაკარგეს, ამდენივე მოემატათ ირლანდიელებს და ისინი მე-7 ადგილზე რჩებიან.
მოწინავე გუნდებში ეს სარეიტინგო მაჩვენებლები ივნისამდე შენარჩუნებდა, მერე კი, სამხრეთ ნახევარსფეროს ტურნირები და ტესტ-მატჩები იწყება.
მსოფლიო რაგბის რეიტინგი 21 მარტისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 96,10
2 (2). ავსტრალია 89,33
3 (3). სამხრეთ აფრიკა 87,66
4 (5). ინგლისი 83,98
5 (4). უელსი 83,10
6 (6). არგენტინა 82,59
7 (7). ირლანდია 80,33
8 (8). საფრანგეთი 78,36
9 (9). შოტლანდია 78,32
10 (10). იაპონია 77,05
11 (11). ფიჯი 76,96
12 (12). საქართველო 72,62
13 (13). ტონგა 71,60
14 (14). იტალია 70,78
15 (15). სამოა 70,36
16 (16). რუმინეთი 67,52
17 (17). აშშ 65,68
18 (18). კანადა 64,27
19 (20). რუსეთი 63,56
20 (19). ურუგვაი 63,23
21 (21). ნამიბია 61,75
22 (22). ესპანეთი 60,87
23 (25). ბელგია 57,94
24 (23). გერმანია 57,71
25 (24). ჰონკონგი 57,17
26 (26). კორეა 56,70
27 (27). კენია 55,89
28 (28). უკრაინა 55,51
29 (29). ჩილე 55,20
30 (30). პორტუგალია 54,29
...