ფეხბურთი

17:12 | 21.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტრაპატონიმ ბუფონს თავისი ეპოქა აქვსო

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ჯოვანი ტრაპატონიმ იტალიურ მედიასთან ჯანლუიჯი ბუფონი აქო. მისი თქმით, “იუვენტუსის” კარის დარაჯი თავის პოზიციაზე საუკეთესოა.

იქვე, მხცოვანმა სპეციალისტმა იტალიის ნაკრებში ანტონიო კონტეს მემკვიდრეზე ისაუბრა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ფაბიო კაპელო ურჩია.

“მეკარის პოზიცია ერთ-ერთი ყველაზე დელიკატურია, რომელსაც დიდი ფილოსოფია სჭირდება. გუნდისთვის კარგი მეკარის ყოლა 51%-ია. ბუფონი მსოფლიოში ნომერი პირველია, ჯიჯის და დინო ძოფს თავთავიანთი დროები ჰქონდათ. მათ ფერარის შევადარებდი, განსხვავებული ეპოქით.

კონტეს შემდეგ? – ვფიქრობ, კაპელოს მიწვევა იდეალური იქნება, თუმცა არც ჩეზარე პრანდელის კანდიდატურა იქნებოდა ურიგო”, - უთხრა რადიო 1-ს ტრაპატონიმ.

სხვათა შორის, ტრაპატონისთვის იტალიის ნაკრების მწვრთნელობა უცხო არაა. ტრაპი “სკუადრა აძურას” 2000-2004 წლებში ხელმძღვანელობდა, თუმცა მის სხვა სამუშაო ადგილებთან შედარებით, არცთუ წარმატებით.

0.125575