31 წლის ამერიკელმა გამთამაშებელმა ნეიტ რობინსონმა, რომელიც წლების განმავლობაში ნბა-ს სხვადასხვა გუნდში ასპარეზობდა, ისრაელის საკალათბურთო გუნდ “ჰაპოელში” გადასვლის შემდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარა. “ჰაპოელმა” მაკაბ რიშონი” 103:94 დაამარცხა. სადებიუტო შეხვედრაში ნეიტმა გუნდს 25 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი შესძინა.
რობინსონს “ნიუ იორკში”, “ბოსტონში”, “ოკლაჰომაში”, “გოლდენ სტეიტში”, “ჩიკაგოში”, “დენვერში”, “კლიპერსში” და “ნიუ ორლეანში” უთამაშია.
ნეიტ რობინსონის სადებიუტო მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები: