ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ საგაზაფხულო სუპერტურნირზე მე-2 გამარვება იზეიმა, თუმცა, კვლავაც ურთულესი მისიის წინაშე დგას. შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს წაგებათა ლიმიტი უკვე ამოწურული აქვს, ამდენად, დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლად დარჩენილი ექვსივე ბრძოლის მოგება სჭირდება.
დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ოკინოუმის ურთულეს შერკინებაში უვატენაგეთი სძლია, მისი შემდეგი მოწინააღმდეგე კი დასავლეთის კომუსუბი ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც ქართველი ურთიერთშეხვედრებში 5:3-ს უგებს.
სამწუხაროდ, უარყოფით ბალანსზე (4 მოგება, 5 მარცხი) გავიდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი. ქართველი გოლიათი, რომელიც ჰარუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდებით ირჯება, დასავლეთის მე-14 მაეგაშირა დაიეიშოსთან ოშიდაშით დამარცხდა.
ოსაკაში მიმდინარე ტურნირის მე-10 დღეს გაგამარუს პირისპირ აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა სატოიამა დადგება, რომელსაც თეიმურაზი მხოლოდ 2-ჯერ შეხვედრია და თანაბარი მაჩვენებელი აქვს.
ჰარუ ბაშოს სათავეში ოძეკი კისენოსატო იმყოფება, რომელმაც მიჯრით მე-9 გამარჯვება ოძეკი კოტოშოგიკუსთან მიითვალა. ლიდერს თითო გამარჯვებით ჩამორჩებიან იოკოძუნა ჰაკუჰო და კიდევ ერთი ოძეკი გოეიდო. ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა იოკოძუნა კაკურიუ იორიკირით დაჩაგრა და მას მე-2 წაგება აგემა.
ჰარუ ბაშოს მე-9 დღის მიმოხილვა
გაგამარუს ორთაბრძოლა – 1:40-დან, ტოჩინოშინის – 5:58-დან
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დასანანია რომ თავის დროზე ტოჩიმ ვერ გამოიყენა შანსი.
როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია! ამ მაკე-კოშით ტოჩი სეკიტორთა ჩვეულებრივ, ნაცრისფერ მასას უბრუნდება (ნაცვლად გამორჩეულებისა). გაგამ კი თუ ტოჩის მიბაძა, მაშინ ძურიოში ჩაეშვება.
ისე კი ფაქტია რომ სანიაკუს წევრებს შორის კონკურენცია ძალიან გამძაფრდა, დონეც თანაბრდება და ამ დროს რა სამწუხაროა რომ ტოჩიმ ვერ გაქაჩა
გაგამაც წააგო? ვერ ვუყურე მაგას
კი
ამ მძორთან როგორ წააგო ჰარუმამ?!
ი.ხმა.რა ტერუ ამ ცხოველმა
აღარც კისე ხუმრობს! ოღონდ ჰაკუჰომ არ მოიგოს და თუ გინდა გოეიდო იყოს!
ისე მაგრად გადარჩა ეს ოძეკივაშე გოდოია დამთხვეული, ბედი აქვს რა ამ ა..ხ.ვ...ა..რ.სს
კოტოს ურთიერთშეხვედრებშიც ჯობნის თუ არ ვცდები
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
დასრულდა კოტოს ოცნება იოკოძუნობაზე. გოეიდო აღარ ხუმრობს!
ეჰ გაიფორმა ტოჩიმ უარყოფითი
ეეეჰ
კერ კიდევ მინდოდა დამეწერა რომ ვერცერთი ვერ დასვავს დადებითს ამ ბაშოზე, ტოჩის ყოველთვის ვგულშემატკივრობ, აი გაგამარუს საერთოდ რა უნდა ამ მგლებში არ ვიცი, მისი ადგილი Juryo-შია და მიდის კიდევაც იქითკენ, არანაირი ილეთი მაგან არ იცის გამოყენებაში, მიწოლა იცის და ყველამ აუღო ალღო უკვე, ვისთანაც გაუვა იმას უგებს, ის ყოველთვის უარყოფითს დასვავს თუ არ შეიცვლის სტილს!
ბიჭებო, ლინკი თუ გინდათ:stripslashes((strlen('http://tv.onair.mn/watch/ubs')>0?' http://tv.onair.mn/watch/ubs':' http://tv.onair.mn/watch/ubs'))
როგორც იქნა, გვაღირსა მოგება ტოჩიმ! მიუხედავად იმისა რომ ამ ბაშოზე მისი კაჩი-კოშის არ მჯერა, სანამ იმედის სხივი კიაფობს, მინდა ვირწმუნო რომ ამ უძნელეს მისიას თავს გაართმევს. გაგას ხვალ უკვე მოგება უწევს მისი ე.წ. "აიწონა-დაიწონას" პრინციპებიდან გამომდინარე
ღიპუცასთვის ის პირველი წაგება არ უნდა ჩაეთვალათ, მინიმუმ გადასათამაშებელი იყო ოკინოუმისთან ბრძოლა, ახლა ექნებოდა მხოლოდ 1 მარცხი

ისე დანარჩენ ოძეკებს და იოკოძუნებს თუ გალახავს ჯერ კიდე აქვს იოკოძუნობის შანსი... მთავარია არ დანებდეს...
ტოჩი კიდე იმედია ბაშოს ბოლომდე "ურთულესი მისიის წინაშე იდგება"... თუ აღარ იდგება ეგ იქნება ცუდი
მიდი ტოჩი, იქნებ გამოგივიდეს.
კოტოს იოკოძუნობაზე ოცნება მგონი დასრულდა დღეს. ყოველ შემთხვევაში ძალიან მცირე შანსია, რომ პლეიოფამდე მაინც მიაღწიოს.
კოტოიუკი აღარ ხუმრობს უკვე. არადა, თავიდან ვფიქრობდი სამარცხვინოდ დაასრულებდა ამ ბაშოს.
ჰაკუჰოს დედისტყ..ას ვნახავ იმედია. რეებს კადრულობს ამ ბაშოზე ეგ ნაბოზ..არი.
ტოჩის ძალიან მძიმე ბრძოლა გადაუტანია. იმედია მოახდენს სასწაულს და დარჩენილ 6-ვე ბრძოლას მოიგებს.
მარა თან ვფიქრობ, იქნებ ჯობდეს დროებით დაქვეითდეს ტოჩი, რომ შემდეგში შედარებით სუსტ მეტოქეებთან მოუწიოს ჯახი და ბაშოს მოგების შანსიც გაუჩნდეს.
რომც დაქვეითდეს და სტარტი კარგი ქონდეს ბოლოსკენ მაინც შეახვედრებენ მთავარ კონკურენტებს და იქ წააგებს ისევ. ტოჩიმ კომპლექსი უნდა მოიშოროს, წაგებულის მენტალიტეტი იოკოძუნებთან და ოძეკებთან. ტიპი გადის და ბრძოლა თავიდანვე წაგებული აქვს. აი ეგ დასძლიოს და შემდეგ კიდევ შეიძლება იფიქროს ბაშოს მოგებაზე, მანამდე კი არანაირი შანსი არ ექნება, მაქსიმუმ სეკივაკე იყოს ტოჩის მიღწევა ამ მენტალიტეტით, მეტზე არც უნდა ვიოცნებოთ.
გეთანხმები, მარა ყველა მთავარ კონკურენტს არ შეახვედრებენ ბოლოსკენ კარგი სტარტის შემთხვევაში. შეიძლება ერთს ან ორს.
ნაწილობრივ აგიხდა ნატვრა
გაგვიგორეს ტოჩი, ვნახოთ დაბალი რანგით რას იზავს, უფრო სწორად ჯერ ვნახოდ რამდენზე დაეშვება და მერე რას იზავს
ხო, მაგაზე ვოცნებობდი სულ
მოკლედ, არ გვაღირსა ტოჩიმ სეკივაკეობა.
raul-iker -,მაგ ამბავზე მეც რამდენჯერ მიფიქრია , მარა უბრალოდ , და კაცურად არ გამოდის , ჩემი აზრი მაინც ისაა რომ: რა მნიშვნელობა აქ რამდენი და ვისთან გაქვს წაგებული და რა იერარქიაში ხარ გამწესებული , უნდა გამოხვიდე სუმოისტი და შენი მოსაგები უნდა მოიგო, მე ასე ვფიქრობ და ვის რა აწყობს და როგორ ., ეგ უკვე მაგათი ,,პირადი" საქმეა უკვე