ჩოგბურთი

13:50 | 21.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა 50-ათასიანი ჩელენჯერი მოიგო!

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინურ გუანჟოუში გამართული ჩელენჯერი (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) მოიგო.

ბასილაშვილი 2016 "GDD CUP" International Challenger Guangzhou-ზე მე-7 ნომრად იყო განთესილი და 5 მატჩის მოგება მოახერხა, საიდანაც ოთხში 3 სეტის თამაში დასჭირდა.

ნიკოლოზმა ფინალში მე-5 განთესვის მქონე სლოვაკი ლუკაშ ლაცკო 6:1, 6:7 (6:8), 7:5 დაამარცხა, მანამდე კი ასეთი გზა გაიარა: 5:7, 7:5, 6:4 – სლოვენიელ ბლაზ როლასთან, 7:5, 6:0 – შვეიცარიელ მარკო ჩიუდინელისთან, 6:7 (7:9), 6:4, 6:2 – ხორვატ ფრანკო სკუგორთან და 6:7 (5:7), 6:4, 6:2 – ისრაელის წარმომადგენელ დუდი სელასთან (მე-2 განთესვა).

ამ წარმატების წყალობით, ბასილაშვილმა რეიტინგში 90 ქულა შეიმატა და 548 ქულით 107-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ქართველი ჩოგბურთელი ჩინეთშივე რჩება და მიმდინარე კვირაში ძალებს შენჟენის ჩელენჯერში მოსინჯავს, რომლის საპრიზო ფონდიც 75 ათასი დოლარია. მე-6 ნომრად განთესილი ბასილაშვილი პირველ რაუნდში ზემოხსენებულ სკუგორს ეთამაშება.

0.125087