რაგბი

11:35 | 21.03.2016 | ნანახია 1827 - ჯერ

ჰეიგის რჩევა საქართველოში მომუშავე უცხოელ მწვრთნელებს: "შეიყვარეთ ქართველები"

თუ საქართველოში მომუშავე უცხოულ მწვრთნელს წარმატების მიღწევა სურს, ის აუცილებლად აქ უნდა ცხოვრობდეს - მიიჩნევს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი.

ზელანდიელს რუმინეთის ნაკრებთან ისტორიული მატჩის (საქართველოს ნაკრებმა 29 ქულის სხვაობით გაიმარჯვა) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საინტერესო კითხვა დაუსვეს - რას ურჩევდა იგი, როგორც წარმატებული ნაკრების უცხოელი მწვრთნელი, საქართველოს საფეხბურთო და საკალათბურთო ნაკრებების ახალ უცხოელ მწვრთნელებს.

„ჩემი რჩევა იქნება, რომ მათ საქართველოში იცხოვრონ. აუცილებლად უნდა გაიცნონ ქართველების ყოფა-ცხოვრება, კულტურა და ისტორია. რაც მთავარია, უნდა შეიყვარონ ქართველი ხალხი, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატების მიღწევა ძალიან გაჭირდება“ - უპასუხა ახალზელანდიელმა სპეციალისტმა.

შეგახსნებეთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად ერთი თვის წინ ბერძენი ილიას ზუროსი დაინიშნა, საფეხბურთო ნაკრების ახალი თავკაცის ვინაობა კი, სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი - სლოვაკი ვლადიმირ ვაისი.

მილტონ ჰეიგი „ბორჯღალოსნებს“ სათავეში უკვე მეხუთე წელია უდგას, ის მანამდე „ქაუნთის მანუკაოს“ მთავარი მწვრთნელი იყო.

უჩა გოგიძე

www.worldrugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.085244
1827