თამაშგარე

11:14 | 21.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მატარებელში ერთ ქარიან ღამეს...

იმ ქარიან ღამეს, ბრატისლავადან გამოსული მატარებელი უკვე ავსტრიაში იყო და ჯიქურ მიიწევდა ზალცბურგისაკენ. მატარებლის მგზავრების უმეტესობას ტკბილად ეძინა. არ ეძინა მხოლოდ რამდენიმე მგზავრს და მათ შორის, ორიოდე დღით სამშობლოში ჩასულ მარეკ ჰამშიკს, რომელსაც მწყაზარი სექსის შემდეგ, ვაგონის ფანჯარა გამოეღო და ოფლით დანამულ შუბლს ნიავს უშვერდა.

ბევრი რამ უნახავს მარეკს სტადიონზეც და მის გარეთაც, მაგრამ არასოდეს უნახავს თანამემამულე მოდელ ადრიანა სერნანოვას მსგავსი ასული და აკი თოკზე მიბმული ფინიასავით მიჰყვებოდა ავსტრიაში დანიშნულ მოდელების ჩვენებაზე. მიჰყვებოდა და მთელი გზა არ ისვენებდა. ანდა რა მოასვენებდა, როდესაც სერნანოვას ქალი მზად იყო ნებისმიერ დროს დანებებულიყო ვითარცა კიკუ და კაპიტულაცია გამოეცხადებინა ვითარცა დაცემული იმპერიის დედოფალს.

მარეკ ჰამშიკს ეს სლოვაკურ-ავსტრიული განავარდება საკმაოდ ძვირი დაუჯდა და დიდ სკანდალსაც გამოჰკრა ხელი, მაგრამ კაცი ყველაფერს აიტანს, როდესაც სასწორის მეორე პინაზე ადრიანასთანა ქალი ზის. ზის რა – წევს, წამოწოლილა, მიწოლილა და გადაწოლილა. დანარჩენს თქვენც კარგად მიხვდებით...

0.157371