ფეხბურთი

0:23 | 21.03.2016 | ნანახია 2465 - ჯერ

ქეცბაიას გუნდმა მდევარს 3:0 მოუგო

კვიპროსზე თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა აპოელ-მა გასვლაზე 3:0 მოუგო აეკ ლარნაკას და 6-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. აქამდე ამ გუნდებს შორის 3 ქულა იყო სხვაობა,მაგრამ ქეცბაიას გუნდმა უახლოეს მდევარს სძლია.
პოლონეთში ლადო დვალიშვილის "პოგონმა" შინ 2:2 ითამაშა "კრაკოვიასთან" და მეოთხე საფეხურზეა. დვალიშვილი სასტარტოში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს, როცა მისი გუნდი 1:2-ს აგებდა.
სლოვაკეთში "სკალიცა"-"მიხალოვცე" 0:0 დასრულდა. აკაკი ხუბუტია "მიხალოვცეს" განაცხადში არ იყო, რადგან დისკვალიფიკაცია ჰქონდა. ქართველის გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა.
უკრაინულ პრემიერლიგაში ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" გასვლაზე 0:1 წააგო ლიდერ კიევის "დინამოსთან". ლიპარტიამ მე-60 წუთიდან ითამაშა, მთელი მეორე ტაიმი "ზორია" თავს იცავდა და ჯაბასაც ბევრი სამუშაო მოუწია უკანა ხაზში, თუმცა შეტევებისთვისაც იცლიდა. გაფრთხილებაც მიიღო. "ზორია" მესამე ადგილზეა.
"კარპატიმ" შინ 0:1 წააგო "დნიპროსთან". არც ბუბა დაუშვილი იყო განაცხადში და არც სანდრო კობახიძე. დაუშვილს ტრავმა აქვს. "დნიპრო"მეხუთე ადგილზეა, "კარპატი" კი - მეშვიდეზე.
პორტუგალის რანგით მეორე ლიგაში ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" შინ 1:2 წააგო "პორტუ ბ"-სთან და მეშვიდე ადგილზეა. ავთომ შეუცვლელად ითამაშა.
"ფეირენსემ" კი "ფრიამუნდესთან" დათმო 0:2 და მეოთხე პოზიციაზეა. ფეირენსელთა შორის გიორგი მაკარიძე ვერ ითამაშებდა, რადგან ტრავმას იშუშებს.
კვიპროსზე'"ეთნიკოსმა" 1:2 წააგო"დოქსასთან" და ბოლო საფეხურზეა. "ეთნიკოსში" შოთა გრიგალაშვილმა 65 წუთი ითამაშა, რევაზ ბარაბაძემ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, ხოლო ელგუჯა გრიგალაშვილი სათადარიგოებში დარჩა.
ბოლოსწინა ადგილზეა ლევან ხმალაძის "პაფოსი", რომელიც "ერმისთან" გასვლაზე 0;1 დამარცხდა. ხმალაძე 90 წუთი გაისარჯა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:59 | 21.03.2016
sa-martali (98)

მიდი ქეცბა ! კიდევ დაგიძახებენ ეს ბოღმიანები.

14:13 | 21.03.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

ძალიან ახლოს არის აპოელი ჩემპიონობასთან. იმედია, ლიგის ჯგუფს ათამაშებს ქეცბა!

08:13 | 21.03.2016
araza-1918 (6330)

ზეგ სან-მარინოს 10-0 მოგების შემდეგ დვალი აბურჯანია კიტეიშვილი კაჭარავა ნაკრებს შეუერთდებიან, ამ ეტაპზე ვერ გვეხმარებიან 16 კაცი. კაკაბაძე გრიგალავა ჯიქია --დაუშვილი თარგამაძე ცინცაძე ლიპარტია ჯიღაური ებრალიძე პაპუნაშვილი ჰუფნახელი მერებაშვილი არაბიძე ---მარცვალაძე გელაშვილი დვალიშვილი


ლორია რევიშვილი კვასხვაძე ----ამისულაშვილი ლობჟანიძე კვერკველია ნავალოვსკი კაშია --- კანკავა კვეკვესკირი კობახიძე ანანიძე ყენია ოქრიაშვილი ძალამიძე ყაზაიშვილი ჭანტურია --- მჭედლიძე ვაწაძე ქვილითაია

10:49 | 21.03.2016
barca_giorgi (385)

ბაზარიი არაა არ გეზარება ამის წერა ყოველ კომენატრზეე? Dდდ

09:47 | 21.03.2016
FC.BAYERN+GERMANY (10046)

araza-1918
ესეთი რა გაფანატებული გაქ ? ამ ლამერებზე :დ

01:22 | 21.03.2016
M.U2015 (19400)

ქეცბაშეეე ლიგას დადებს მომავალ წელს

00:30 | 21.03.2016
რაჭა (10043)

წარმატებები ქეცბას....

0.130969