ესპანურ სეგუნდა დივიზიონში "ხიმნასტიკმა" სტუმრად 4:0 აჯობა "ბილბაო ბ"-ს და ერთი გოლი გიორგი აბურჯანიამ გაიტანა. ქართველმა ნახევარცველმა დაახლოებით 20-22 მეტრიდან დაბალ კუთხეში დაარტყა და მეკარეს ნახტომმა ვერ უშველა (VIDEO).
ეს გიორგის პირველი გოლია "ხიმნასტიკში",სადაც იანვარში გადავიდა და მშვენივრადაც თამაშობს. ტარაგონას გუნდი ცხრილში მესამეზეა და პრიმერა დივიზიონში გადასასვლელად იბრძვის.