თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ვიქტორ სანიკიძის “ტედ ანკარა კოლეჯლილერი” “ბანვითს” ესტუმრა და 70:92 წააგო.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და 23:12 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ვიქტორმა 11 ქულა პირველ მეოთხედში ჩააგდო. სანიკიძემ 4-ვე ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
ანკარელთა რიგებში საუკეთესო ჯეი ლუკასი იყო 15 ქულით და მასპინძლებსაც ამერიკელმა ლეგიონერებმა ულიდერეს: ადრიენ მოერმანმა 27 ქულა მიითვალა, დომინიკ ჯონსონმა კი – 24.
“ტედ ანკარა კოლეჯლილერი” 8 მოგებითა და 14 მარცხით მე-12 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 26 მარტს, შინ, “ბუიუკჩეკმეჩესთან” გამართავს.