ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნამ” ესპანური ლებ-გოლდის 26-ე ტურში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “ოვიედოს” უმასპინძლა და პრინციპული დაპირისპირება 76:85 წააგო.
სასიხარულოა, რომ ქართველი კალათბურთელი მასპინძელთა შემადგენლობაში საუკეთესო იყო და ორივე გუნდის რიგებში ერთადერთი მოთამაშე შეიქმნა, ვინც ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა.
ბურჯანაძემ მოედანზე 29 წუთი დაჰყო და 15 ქულა, 10 მოხსნა (6 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა. ბექამ 5-დან 2 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
ლა კორუნიელებს 14 მოგების წილ 12 მარცხი მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან. ბურჯანაძის კლუბი მომდევნო მატჩს 27 მარტს სტუმრად მეათეადგილოსან “კასერესთან” ჩაატარებს.