სხვა

15:41 | 20.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის ურთულესი მისია

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ურთულესი მისიის წინაშე დგას. იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირზე მოასპარეზე ტოჩინოშინს 8 დღის თავზე 7 მარცხი აქვს და თუკი დარჩენილ შვიდივე ორთაბრძოლაში არ იმარჯვა, წოდებაში დაქვეითებას ვერ გადაურჩება.

შეგახსენებთ, რომ გორგაძე ჰარუ ბაშოს დასავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა და შაბათ-კვირას ჯერ იოკოძუნა ჰაკუჰოსთან წააგო (იორიკირით, ზედიზედ 22-ედ), შემდეგ კი – ოძეკი გოეიდოსთან (ჰატაკიკომით).

ტოჩინოშინის შემდეგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება, რომელსაც ქართველი ურთიერთშეხვედრებში 5:2-ს უგებს.

თანაბარი ბალანსი (4 მოგება, 4 მარცხი) აქვს გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. ქართველმა სეკიტორმა შაბათს დასავლეთის მე-13 მაეგაშირა მიტაკეუმის ოშიდაშით სძლია, დღეს კი დასავლეთის მე-6 მაეგაშირა შოდაისთან სუკუინაგეთი დამარცხდა.

ხვალ, გაგამარუ, რომელიც ოსაკაში აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდებით ირჯება, დასავლეთის მე-14 მაეგაშირა დაიეიშოს გაეჯიბრება. ამ სუმოისტების ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 1:1 გახლავთ.

ამ დროისთვის ჰარუ ბაშოს ერთპირვნული ლიდერი რვავე შერკინების მომგები ოძეკი კისენოსატოა, რომელსაც თითო გამარჯვებით იოკოძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ, ოძეკები გოეიდო და კოტოშოგიკუ და აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იკიოი ჩამორჩებიან.

ჰარუ ბაშოს მე-7 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა – 1:27-დან, ტოჩინოშინის – 10:53-დან

ჰარუ ბაშოს მე-8 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა – 5:25-დან, ტოჩინოშინის – 09:18-დან

0.128508