სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

15:11 | 20.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

კარიაკინი და არონიანი დაწინაურდნენ

მოსკოვში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატის პრედენდენტთა ტურნირზე პირველი წრე დასრულდა. შეგახსენებთ რომ, შეჯიბრი 8 მონაწილეს შორის ორ წრედ იმართება და გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ასპარეზობა საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს და 7 ტურის შემდეგ, 4.5 ქულით პირველობას რუს სერგეი კარიაკინი და სომეხი ლევონ არონიანი ინაწილებენ.

1-2. სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2760), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2786) – 4.5 ქულა;

3.ვიში ანანდი (ინდოეთი, 2762) – 4.0 ქულა;

4-5. ანიშ გირი (ჰოლანდია, 2793), ფაბიანო კარუანა (აშშ, 2794) – 3.5 ქულა

6-7. ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2790), პიოტრ სვიდლერი (რუსეთი, 2757) – 3 ქულა;

8. ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2780) – 2 ქულა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.135248