თამაშგარე

14:01 | 20.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლამაზმანი გრძელი და წვრილი ქვეყნიდან

ჩილე ხომ იცით? აი ის გრძელი და წვრილი ქვეყანა, დაშხოშიანად რომ გადასწოლია სამხრეთ ამერიკის კონტინენტის კუდს. ჩილე თუ იცით, მაშინ ყველაზე სახელგავარდნილი ჩილელი ლამაზმანიც უნდა იცოდეთ, რომელიც ამ გრძელი და წვრილი ქვეყნის საფეხბურთო კლუბ “უნივერსიტა კათოლიკას” დიდი გულშემატკივარიცაა.

ვანესა კერუტი ორჯერ გახდა “მის ჩილე” და თუკი ვინმეს გაგიკვირდებათ, ეგეთი რამე როგორ იქნება, “მისების” კონკურსში მონაწილეობა ხომ მხოლოდ ერთხელ შეიძლებაო, მათ გეტყვით, რომ ჩილეში ეს ამბავი სულ სხვაგვარადაა და ვისაც როდის უნდა, მაშინ მონაწილეობს ამ კონკურსში. ჩილე თავისუფალი ქვეყანაა, შენ მთავარია გავის ირიბად ქნევას ნუ დაიზარებ...

როგორც უკვე გითხარით, ვანესა კერუტი ჩილელ ქომაგებშიც ნამეტნავად პოპულარული ქალია და მას განსაკუთრებით საფეხბურთო კლუბ “უნივერსიტა კათოლიკას” გულშემატკივრები ეტრფიან. ვერ ვიტყვით, რომ ვანესა ამ გუნდის მატჩებს ხშირად ესწრება, მაგრამ ქომაგთათვის ისიც საკმარისია, სხვა მრავალ კლუბს შორის მათი საყვარელი გუნდი რომ გამოარჩია. განა ეს უბრალო ამბავია?...

0.139415