ფეხბურთი

12:45 | 20.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკემ "ვილიარეალთან" მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "ვილიარეალთან" გასამართი პრიმერადივიზიონის 30-ე ტურის მატჩისთვის 18-კაციანი შემადგნელობა დაასახელა.

"ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ესპანელის გადაწყვეტილებით განაცხადს მიღმა მასიპი, ვერმალენი, დუგლასი და რაფინია დარჩნენ. ანდრეს ინიესტა ჯერჯერობით ფორმაში არაა, ხოლო სანდრო ტრავმის გამო უქმობს.

"ვილიარეალთან" შეხვედრაში თავის გამოჩენი შესაძლებლობა შემდეგ ფეხბურთლებს ექნებათ: ტერ შტეგენი, ბრავო, პიკე, რაკიტიჩი, ალვეში, არდა, სუარესი, მესი, ნეიმარი, მასკერანო, ბარტრა, ალბა, მუნირი, რობერტო, ადრიანო, ვიდალი, მატიე, ბუსკეტსი.

"ვილიარეალი" და "ბარსელონას" დაპირისპირება თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109597