ფეხბურთი

18:31 | 20.03.2016 | ნანახია 2517 - ჯერ

"მანჩესტერი" გომეშით დაინტერესდა

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "ვალენსიას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა ანდრე გომეშმა შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს. ინფორმაციას Sunday Mirror-ი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა 22 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 19 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯოს. ფეხბურთელს "ღამურებთან" კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.

მიმდინარე სეზონში 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. გომეშის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:08 | 20.03.2016
bagaturia (342)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

0.119988