ფეხბურთი

19:12 | 20.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლოპესი "მილანს" დატოვებს

"მილანის" მეკარე ესპანელი დიეგო ლოპესი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს. ინფორმაციას Tmw ავრცელებს.

34 წლის გოლკიპერი ჯანლუიჯი დონარუმასა და კრისტიან აბიატის შემდეგ"როსონერის" მესამე მეკარედ ითვლება. ესპანელი წელიწადში 2.5 მილიონ ევროს იღებს, რაც კლუბის ხელმძღვანელობას ხელს არ აძლევს.

მეკარისადმი ინტერესს ლა ლიგის კლუბები "სელტა" და "დეპორტივო" იჩენენ. ფეხბურთელს მილანელებთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აქვს გაფორმეული. ლოპესის სატრანსფერო ღირებულება 2 მილიონ ევროს შეადგენს.

0.111588