ფეხბურთი

11:45 | 20.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიკელმე: ეს არააა ენრიკე და გვარდიოლას "ბარსელონა", ესააა მესის ერა"

არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა ხუან რომან რიკელმემ "ბარსელონას" სიძლიერეზე ისაუბრა. სამხრეთამერიკელმა განაცხადა, "ბლაუგრანას" ასეთი თამაში არა პეპ გვარდიოლას და ლუის ენრიკეს დამსახურებაა, არამედ ლიონელ მესისო.

"ამ თემას სხვანაირად ვუყურებ. ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ პეპ გვარდიოლას და ლუის ენრიკეს "ბარსელონაზე", ეს ეტაპი ლიონელ მესის ერაა. როდესაც არგენტინელი კარიერას დაასრულებს, "ბლაუგრანა" მას ძალიან მოისაკლისებს. ეჭვგარეშეა, რომ არა მესი კლუბი ასეთ წარმატებას ვერ მიაღწევდა." - ციტირებს რიკელმეს სიტყვებს Marca.

რიკელმე "ბარსელონაში" 2002/03 წლების სეზონში თამაშობდა, მესისთან ერთად კი არგენტინის ეროვნულ გუნდში უასპარეზია.

0.115802