ფეხბურთი

16:18 | 20.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ვან დერ ვილი დასაჯა

საფრანგეთის ჩემპიონმა “პარი სენ ჟერმენმა” ჰოლანდიელი მცველი გრეგორი ვან დერ ვილი დისციპლინის დარღვევისთვის დააჯარიმა. როგორც პარიზელთა თავკაცმა ლორან ბლანმა ინტერნეტპორტალ goal.com-ს უთხრა, განაპირა მცველს მხოლოდ ფულადი ჯარიმა დააკისრეს, თუმცა პირველი გუნდიდან არ მოუკევიათ.

“კლუბმა ფინანსური სანქცია დააკისრა. იგი ეროვნულ ნაკრებში არ გამოუძახიათ და ამიტომაც, ჩვენთან ერთად მოემზადება”, - თქვა ბლანმა.

ვან დერ ვილმა ლიგა 1-ის გასულ ტურში, “ტრუასთან” მატჩის პირველ ტაიმში თანაგუნდელ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან იჩხუბა, რის გამოც ბლანს შეცვლა სთხოვა და თამაში დატოვა. აღნიშნული შეხვედრა პსჟ-მ 9:0 მოიგო და ჩემპიონობა ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე გაინაღდა.

თავად ვან დერ ვილმა კი წლეულს სულ რაღაც 14 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარში 2 გოლის გატანა შეძლო.

0.131286