ფეხბურთი

10:35 | 20.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გახსოვთ "პარმა"? - ერთადერთი წაუგებელი გუნდი იტალიაში...

გახსოვთ “პარმა”? – 90-იან წლებში ევროპას რომ აზანზარებდა, უეფას თასებს რომ იგებდა და მსოფლიოს ფეხბურთის გამორჩეული ვარსკვლავები რომ თამაშობდნენ, ზუსტად ის “პარმა”, ოღონდ სახელწოდებით. ახლა, პარმეზანელებს რთული დროება უდგათ და ბევრს აღარც ახსოვს.

ემილიური გუნდი ამჟამად იტალიის რანგით მეოთხე დივიზიონში, სერია D-ში თამაშობს და ერთადერთი გუნდია იტალიაში, რომელსაც მიმდინარე სეზონში თამაში არ წაუგია. 31 მატჩი, 22 მოგება, 9 ფრე – ასეთია “პარმას” შედეგი და ლეგა პროს საგზური ფაქტობრივად განაღდებული აქვს.

არადა, ერთი წლის წინ, ეს პატარა, მაგრამ სახელოვანი გუნდი სერია A-ში ირჯებოდა, თუმცა ფინანსური პრობლემები შეექმნა, გაკოტრდა და იმავე სახელწოდებით სხვა გუნდი აღმოცენდა. სწორედ ამიტომაცაა, ახლა “პარმა” სერია D-ში და არა B-ში...

გუნდს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, წარსულში ცნობილი მწვრტნელი ნევიო სკალა, რომელმაც სახელი სწორედ “მერძევეებში” მუშაობით გაითქვა. მწვრთნელიც ახალია, 90-იანი წლების ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ლუიჯი აპოლონი. რაც შეეხება კონტიგენტს, ერთადერთი ვის ნაცნობ გვარსაც თვალს მოჰკრავთ, ვეტერანი მცველი ალესანდრო ლუკარელია, რომელმაც მშობლიური გუნდი გასაჭირში არ მიატოვა.

მოკლედ, “პარმა” თავისივე ფერფლიდან ნელ-ნელა ღვივდება და ვეჭვობ, ფეხბურთის ნამდვილ გურმანთ ეს ფაქტი არ ახარებდეს...

თეგები\"პარმა\"
0.119475