რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატის პრედენდენტთა ტურნირზე, სადაც რვა სპორტსმენი ასპარეზობს, მეშვიდე ტურის პარტიები გათამაშდა და ამით პირველი წრე დასრულდა.
გამორჩეულ ინტერესს იწვევდა ლიდერების სერგეი კარიაკინისა (რუსეთი) და ლევონ არონიანის (სომხეთი) შეხვედრა, რომელიც ყაიმით დასრულდა. ლიდერების ყაიმით ვერ ისარგებლა ვიშვანათან ანანდმა (ინდოეთი), რომელიც მათ ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა. მოგების შემთხვევაში ანანდსაც შეეძლო ლიდერთა მოწილე გამხდარიყო, მაგრამ ანიშ გირთან (ჰოლანდია) ყაიმს დასჯერდა და ისევ მდევრის როლში დარჩა. ასევე ყაიმით დასრულდა პიოტრ სვიდლერისა (რუსეთი) და ფაბიანო კარუანას (აშშ) პარტია. ტურის მეოთხე შეხვედრაში ჰიკარუ ნაკამურამ(აშშ) ვესელინ ტოპალოვს(ბულგარეთი) მოუგო.
სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ:
1-2. კარიაკინი, არონიანი 4,5-4,5 ქულა;
3.ანანდი 4
4-5. გირი, კარუანა 3,5-3,5;
6-7. ნაკამურა, სვიდლერი 3-3
8-ტოპალოვი 2.
შეგახესნებთ, რომ ტურნირი ორ წრედ ტარდება, რომლის გამარჯვებულიც მოქმედ ჩემპიონს მაგნუს კარლსენს შეხვდება.