ფეხბურთი

20:26 | 19.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი 45.9 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ნეიმარი გადასახადების დამალვისთვის რიო დე ჟანეიროს ფედერალურმა სასამართლომ 45.9 მილიონი ევროთი (188.8 მლ.რეალი) დააჯარიმა. ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

სამხრეთამერიკელმა "ბარსელონაში" გადასვლის დროს და ნაიკისგან მიღებული თანხა დამალა, სასამართლომ კი დამნაშავედ სცნო. ნეიმარი თავის ბიზნეს საქმიანობას გადასახადებისგან თავის ასარიდებლად 2012-2014 წლებში იყენებდა და ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფოს ხაზინაში 56.4 მილიონი ევრო არ შევიდა.

ნეიმარის "ბარსელონაში" გადასვლის საქმეს ესპანური სასამართლოც იძიებს. მიმდინარე წლის დასაწყისში ბრაზილიელმა "ბლაუგრანას" ყოფილ და ამჟამინდელ პრეზიდენტებთან ერთად სასამართლოს გამოძიებას ჩვენება მისცა. რიო დე ჟანეიროს ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ნეიმარს გასაჩივრების უფლება ჯერ კიდევ აქვს.

0.120752