საკალათბურთო სუპერლიგის დღევანდელი ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს რეგიონის გუნდები „სოხუმი“ და „რუსთავი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდა. ფავორიტად ზღვისპირელები ითვლებოდნენ, რომლებიც დღევანდელ შეხვედრამდე ქვემოქართლელებს 3 ქულით უსწრებდნენ. პროგნოზის საპირისპიროდ, „რუსთავმა“ შეძლო მეტოქის დამარცხება 77:71 და ქვემოქართლელებმა უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
შეხვედრის პირველმა ტაიმმა გარდამავალი უპირატესობით ჩაირა, რომელიც ფრედ 34:34 დასრულდა. მეორე ტაიმში უპირატესობას ქვემოქართლელები დაეუფლნენ და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს. „რუსთავის“ გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი სერბმა ლეგიონერმა ნიკოლა გაჩეშამ შეიტანა, რომელმაც ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 25 ქულა დააგროვა. სოხუმელთა შორის 21 ქულით ყველაზე შედეგიანი ამერიკელი უკანახაზელი, მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირი ფილიპ მილერი იყო. ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა ზღვისპირელთა მოთამაშე მწვრთნელ ლევან ფაცაციას, რომლის ანგარიშზეც 13 ქულა და 9 მოხსნაა.
ამ შეხვედრამდე, მიმდინარე ჩემპიონატში „სოხუმი“ „რუსთავს“ 2:1 უგებდა, ამ გამარჯვების შემდეგ, „რუსთავმა“ ზღვისპირელებთან ანაგარიში გაათანაბრა.
„სოხუმი“ – „რუსთავი“ 71:77
(17:19, 17:15, 20:25, 17:18)
სატურნირო მდგომარეობა 19 მარტისთვის
ქუთაისი | 22 | 14 | 8 | 36 |
ბათუმი | 22 | 14 | 8 | 36 |
დინამო | 22 | 13 | 9 | 35 |
სოხუმი | 22 | 12 | 10 | 34 |
მგზავრები | 22 | 11 | 11 | 33 |
რუსთავი | 22 | 10 | 12 | 32 |
ოლიმპი | 22 | 9 | 13 | 31 |
აკადემია | 22 | 5 | 17 | 27 |
23-ე ტურის შეხვედრათა განრიგი
11:45 „მგზავრები“ – „ბათუმი“
14:00 „სოხუმი“ – „ოლიმპი“
16:00 „აკადემია“ – „ქუთაისი“
18:00 „დინამო“ – „რუსთავი“