ფეხბურთი

16:11 | 19.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტერეხოვმა თარგამაძეს ბოდიში მოუხადა

როგორც იცით, დავით თარგამაძე "ოლექსანდრია"-"გორნიაკის" ამხანაგურ მატჩში დაშავდა, 68-ე წუთზე მძიმე ტრავმა მიაყენეს და ამის გამო თამაშიც აღარ გაგრძელდა. თარგამაძე სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს და ოპერაცია გაუკეთეს. "გორნიაკის" ფეხბურთელმა არტიომ ტერეხოვმა თარგამაძეს ბოდიში მოუხადა უხეშობისთვის. სწორედ მან მიაყენა ტრავმა ქართველს.

საინტერესოა, რომ თარგამაძე და ტერეხოვი ადრე ერთად თამაშობდნენ "ილიჩივეცში".

ტერეხოვი: "გულწრფელად ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. დავით, ბოდიშს გიხდი! დამნაშავე ვარ, მაგრამ წინასწარ განზრახული უხეშობა ნამდვილად არ ყოფილა. გისურვებ მალე გამოჯანმრთელებას! ორმაგად საწყენია ეს ფაქტი იმიტომ, რომ "ილიჩივეცში" ერთად ვთამაშობდით და მას შემდეგაც კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებდით. შენ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი ხარ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი წინ გაქვს. კიდევ ბევრჯერ გაახარებ გულშემატკივრებს და მეტოქის მეკარეებს გაამწარებ. თავი ხელში აიყვანე, მხარს გიჭერ!".

შეგახსენებთ, ექიმების ცნობით, თარგამაძე ამ სეზონში ვერ ითამაშებს.

0.119124