ფეხბურთი

15:19 | 19.03.2016 | ნანახია 1605 - ჯერ

ქართველი 19-წლამდელები ესპანეთში გაემგზავრნენ

საქართველოს 19-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები დღეს დილით ესპანეთში გაემგზავრა. 24-29 მარტს გიორგი ყიფიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ელიტ-რაუნდში ითამაშებს, იქამდე კი 5-დღიან მზადებას სწორედ ტურნირის მასპინძელ ქალაქში გაივლის. საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ელიტ-რაუნდში ესპანეთი, ინგლისი და საბერძნეთი იქნებიან.

ქართველთა სათამაშო განრიგი კი ასეთია: 24 მარტი: ინგლისი - საქართველო 26 მარტი: ესპანეთი - საქართველო 29 მარტი: საქართველო - საბერძნეთი.

გიორგი ყიფიანმა სევილიაში შემდეგი 18 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები - ოთო გოშაძე (საბურთალო), გიორგი ჩოჩიშვილი (საბურთალო);

მცველები - ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო), რომან ჩაჩუა (შუქურა), ირაკლი კომახიძე (შუქურა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), გიორგი ახალაძე (სამტრედია);

ნახევარმცველები - დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი), შერმადინ ართმელაძე (ლოკომოტივი), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი);

თავდამსხმელები - გურამ გოშთელიანი (საბურთალო), ბექა მიქელთაძე (დინამო), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა).

სფფ-ს პრესსამსახური


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:57 | 23.03.2016
დათო კაკუშაძე (1)

Xval cartaiashi myofi mteli qartveloba stadionze vart bichebo ase rom ar shegeshindet tqven gverchi viqnebit mteli gulit da sulit, bolomde daixarjet tavit itamashet, da tqveni shesadzleblobebi bolomde 100 procentit dadevit! Aba tqvrn icit tqvens gverdit vart!

18:15 | 19.03.2016
feferfefxx (7)

დღევანდელი უფასო პროგნოზებიდან ჯერჯერობით 7დან 7ვე დაჯდა.... დანარჩენი დღევანდელი და უფასო პროგნოზები იხილეთ საიტზეstripslashes((strlen('http://moneywin.ge/')>0?' http://moneywin.ge/':' http://moneywin.ge/'))

18:03 | 19.03.2016
juansher (788)

ერთი რამ ნაღდია - სასწაული გამოცდილება იქნება ბიჭებისთვის. არ ინერვიულოთ, შედეგზე ბევრი არ იფიქროთ, ისიამოვნეთ თამაშით და შედეგიც იქნება.

15:47 | 19.03.2016
Deco 20 ,,M.U (904)

შეტევა კარგი გვყავს და დაცვა რავიცი...

0.121601