ფეხბურთი

11:12 | 19.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვაისმა ნაკრების შემადგენლობა კიდევ ორი ფეხბურთელით შეავსო

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გუნდში თავდამსხმელ ლევან მჭედლიძესა და მეკარე გიორგი ლორიას უხმო. ამის შესახებ “ემპოლისა” და “კრილია სოვეტოვის” ვებგვერდები იუწყებიან.

მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი 29 მარტს, “დინამო არენაზე” ამხანაგურად ყაზახეთს გაეჯიბრება და სწორედ ამ მატჩში ექნება დებიუტი ვაისს. სლოვაკმა სპეციალისტმა ხსენებული თამაშისთვის ნაკრებში რამდენიმე ფეხბურთელს უკვე უხმო, მათ შორის სამი დებიუტანტია: გიორგი აბურჯანია, გიორგი ქვილითაია და ჯაბა ჯიღაური. რაც შეეხება სრულ სიას, მას ვაისი უახლოეს დღეებში დაასახელებს.

0.110257