ესპანური “ხიმნასტიკის” ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია 23 მარტს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშებს, მერე კი ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება, 29 მარტს ყაზახეთთან მატჩისთვის მოსამზადებლად.
ცნობისთვის, 23 მარტს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები სან მარინოს ეთამაშება ევროშესარჩევში (“მიხეილ მესხზე”), 28-ში კი უკრაინას უმასპინძლებს ამხანაგურში – ეს ზესტაფონში.
აბურჯანია 21-წლამდელებშიც ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, ეროვნულ გუნდში კი აქამდე არასოდეს გამოუძახებიათ. გიორგი კარგად შეეწყო “ხიმნასტიკს” და ქვეყნის მთავარ ნაკრებში მიწვევითაც დაუფასდა.