ავტოსპორტი

22:03 | 18.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფ1-ის სეზონი წვიმის აკომპანიმენტით გაიხსნა

მართალია, ორივე პრაქტიკაზე უსწრაფესი ლუის ჰამილტონი იყო, მაგრამ ჯერ მაინც ადრეა იმაზე ლაპარაკი, თუ ვინ სად (პელოტონის რომელ ნაწილში) იმყოფება. თქმა არ უნდა, ჩემპონი და მისი ბოლიდი ისევ ფორმაში არიან, მაგრამ დანარჩენებზე მსჯელობა ჯერ მაინც ნაადრევია, რადგან ფორმულა 1-ის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ეტაპი, ავსტრალიის დიდი პრიზი, რომელსაც მელბრუნის ალბერტ პარკი მასპინძობს, წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა.

წვიმის გამო, რამდენიმე პილოტმა დროის დაფიქსირებაც ვერ შეძლო და ტრასაზეც ცოტა დრო გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რო კვალიფიკაციისა და რბოლისთვის მანქანის მომართვის პროცესი სრულყოფილი არ იყო. და ამ მხრივ, კვალიფიკაცია ერთგვარ ლატარეადაც შეიძლება იქცეს.

ჰამილტონი ორივე სესიაზე უასწრაფესი კი იყო, მაგრამ სველი ტრეკის გამო, მის დროებს შორის სხვაობამ დაახლოებით 9 წამი შეადგინა. ორივე შემთხვევაში, მან თითქმის ნახევარი წამით აჯობა მეორე უსწრაფეს პილოტებს. პირველ სესიაზე ეს დანილ კვიატი იყო, მეორეზე კი - ნიკო ჰულკენბერგი.

სეზონი ცუდად დაიწყო ჰამილტონის თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმა, ვინც გასული სეზონი, ზედიზედ სამი რბოლის მოგებით დაასრულა. პირველ პრაქტიკაზე მან მხოლოდ მეექვსე დრო აჩვენა, მეორეზე კი შეცდომა დაუშვა და მანქანის წინა ანტი ფრთა დააზიანა.

სებასტიან ფეტელმა, ვისაც ბევრი ახალ სეზონში ჰამილტონს მთავარ კონკურენტობას უწინასწარმეტყველებს, პირველ პრაქტიკაზე დრო ვერ დააფიქსირა, მეორე პრაქტიკა კი მერვე დროით დაასრულა. პირველი სესია წარუმატებელი გამოდგა ფეტელის თანაგუნდელ კიმი რაიკონენისთვისაც, რომელმაც პირველი სესია მე-17 დროით დაასრულა, თუმცა მეორე პრაქტიკაზე მესამე უსწრაფესი იყო.

ავსტრალიის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:29.725
  2. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:30.146
  3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:30.875
  4. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:31.325
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:31.720
  6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:31.814
  7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:33.060
  8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:33.129
  9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:33.370
  10. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:34.060
  11. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:34.550
  12. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:34.679
  13. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:34.796
  14. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:35.477
  15. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:37.956
  16. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:40.401
  17. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:40.754
  18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:41.780
  19. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:43.372
  20. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:43.443
  21. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) დროის გარეშე
  22. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) დროის გარეშე

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:38.841
  2. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:39.308
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:39.486
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:39.535
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:39.694
  6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:39.895
  7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:40.008
  8. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:40.761
  9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:41.256
  10. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:42.411
  11. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:42.891
  12. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:43.401
  13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:43.731
  14. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:44.304
  15. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:47.356
  16. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) დროის გარეშე
  17. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) დროის გარეშე
  18. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) დროის გარეშე
  19. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) დროის გარეშე
  20. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) დროის გარეშე
  21. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) დროის გარეშე
  22. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) დროის გარეშე
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096901