როგორც “მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, თბილისის დინამოელები, ფორვარდი გიორგი ქვილითაია და ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ორივე ამ ფეხბურთელს პირველად ერგო ეს პატივი. 21-წლამდელთა ნაკრებში კი, გეცოდინებათ, თამაშობდნენ.
ქვილითაია 22 წლისაა და მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია 16 გოლით. ის ტიპიური ცენტრფორვარდია, გოლზე დაგეშილი.
ჯიღაურსაც საკმაოდ გააქვს, 11 გოლი აქვს აქტივში. ჯაბა მარჯვენა შემტევად თამაშობს.