ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანი ბლინდმა მარტის თვეში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
"ნარინჯისფერების" რიგებში დებიუტი ენება ვინსენტ იანსენს. 54 წლის სპეციალისტმა უკვე მეორედ გამოიძახა "უტრეხტის" ფეხბურთელი ტიმო ლეჩერცი. არიენ რობენი კი ტრავმის გამო ჰოლანდიას ვერ დაეხმარება.
დანი ბლინდის შეგირდები ამსტერდამში საფრანგეთს 25 მარტს დაუპირისპირდება, ხოლო ოთხ დღეში "უემბლიზე" ინგლისთან გაარკვევს ურთიერთობას.
ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ბლინდის 25-კაციანი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება.
მეკარეები: იასპერ სილესენი ("აიაქსი"), კენეტ ვერმეერი ("ფეიენოორდი"), იერუნ ზუტი (პსვ)
მცველები: ჯეფრი ბრუმა, იეტრო ვილემსი (ორივე პსვ), რონ ვლაარი ("ალკმაარი"), დარილ იანმაატი ("ნიუკასლი", ინგლისი), ერიკ პიტერსი ("სტოკი", ინგლისი), ტიმო ლეჩერცი ("უტრეხტი"), ვირჯილ ვან დეიკი ("საუთჰემპტონი", ინგლისი), ჟოელ ველტმანი ("აიაქსი")
ნახევარმცველები: ჟორდი კლასიე ("საუთჰემპტონი"), დავი კლაასენი ("აიაქსი"), რიშედლი ბაზური ("აიაქსი"), ვესლი სნეიდერი ("გალათასარაი", თურქეთი), ჟორჟინიო ვეინალდუმი ("ნიუკასლი", ინგლისი), დავი პროპერი (პსვ), დალეი ბლინდი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი)
თავდამსხმელები: მემფის დეპაი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), კლაას-იან ჰუნტელაარი ("შალკე", გერმანია), ვინსენტ იანსენი ("ალკმაარი"), ლუკ დე იონგი (პსვ), იურგენ ლოკადია (პსვ) ლუჩანო ნარსინგი (პსვ), ქვინსი პრომესი ("სპარტაკი", რუსეთი)