პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა მარტის თვეში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის გაფართოებული 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
"ბენფიკას" ნახევარმცველ რენატუ სანჩესს ნაკრებში დებიუტი ექნება. კრიშტიანუ რონალდუ, რიკარდო კუარეჟმა, რიკარდო კარვალიო, ადრიენ სილვა, დანი, რაფა და ედერი სანტუშმა გამოიძახა. აღნიშნულმა ფეხბურთელებმა გასული წლის ნოემბერში ლუქსემბურგთან და რუსეთთან მატჩები გამოტოვეს. ფერნანდუმ განაცხადს მიღმა ლუიშ ნეტუ, ჟოაუ მოუტინიო, ანდრე ანდრე, გონსალუ გედიში, ლუკაშ ჟოაუ, ნელსონ ოლივეირა და რიკარდო პერეირა დატოვა.
სანტუშის შეგირდები ევრო 2016-ის მოსამზადებელი ეტაპის პირველ სპარინგ-მატჩს შინ ბულგარეთთან 26 მარტს გამართავს, ხოლო სამ დღეში სტუმრად ბელგიას დაუპირისპირდება.
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სანტუშის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: ანტონი ლოპესი ("ლიონი", საფრანგეთი), ედუარდო (ზაგრების "დინამო", ხორვატია), რუი პატრისიო ("სპორტინგი")
მცველები: ბრუნო ალვეში ("ფენერბაჰჩე", თურქეთი), ხოსე ფონტე ("საუთჰემპტონი", ინგლისი), ელიზეუ ("ბენფიკა"), პეპე ("რეალი", ესპანეთი), რაფაელ გერერო ("ლორიენი", საფრანგეთი), რიკარდო კარვალიო ("მონაკო", საფრანგეთი), ვიეირინია ("ვოლფსბურგი", გერმანია)
ნახევარმცველები: ადრიენ სილვა, ჟოაუ მარიო, ვილიამ კარვალიო (სამივე "სპორტინგი"), ანდრე გომეში ("ვალენსია", ესპანეთი), ბერნარდო სილვა ("მონაკო", საფრანგეთი), დანილო პერეირა ("პორტუ"), რენატო სანნჩესი ("ბენფიკა")
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი", ესპანეთი), დანი ("ზენიტი", რუსეთი), ედერი ("ლილი", საფრანგეთი), ნანი ("ფენერბაჰჩე", თურქეთი), რაფა ("ბრაგა"), რიკარდო კუარეჟმა ("ბეშიქთაში", თურქეთი)