სხვა

15:10 | 18.03.2016 | ნანახია 1688 - ჯერ

ტოჩინოშინის და გაგამარუს მარცხიანი დღე ოსაკაში

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო ბაშოს მე-6 დღეს ორივე ქართველმა სუმოისტმა წააგო და თუკი გაგამარუს მდგომარეობას კრიტიკულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, ტოჩინოშინი საკმაოდ მძიმე ვითარებაში იმყოფება.

ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, რომელიც ჰარუ ბაშოს დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, აღმოსავლეთის იოკოძუნა კაკურიუს დაუპირისპირდა და იორიკირით დამარცხდა.

ტოჩინოშინის 6 დღის თავზე ერთადერთი გამარჯვება შერჩა, მომდევნო ორთაბრძოლას კი კიდევ ერთ დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოსთან გამართავს, რომელთანაც გასული 21-ვე (!) შეხვედრა წაგებული აქვს.

თანაბარ ბალანსზე (3 მოგება, 3 მარცხი) გავიდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელმაც აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა ჩიიოოტორისთან წააგო.

ქართველი გოლიათი ოსაკას დოჰიოზე აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას ტიტულით ირჯება, სუპერტურნირის მე-7 დღეს კი ძალებს დასავლეთის მე-13 მაეგაშირა მიტაკეუმისთან მოსინჯავს. გაგამარუს ამ უკანასკნელთან 2 ბრძოლა ჩაუტარებია და ასპროცენტიანი შედეგი აქვს.

ამ დროისთვის, ჰარუ ბაშოს 2 დაუმარცხებელი ლიდერიღა ჰყავს: ესენი ოძეკი კისენოსატო და აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იკიოი არიან. ისიც სათქმელია, რომ აღმოსავლეთის იოკოძუნა ჰარუმაფუჯიმ აღმოსავლეთისვე სეკივაკე იოშიკაძესთან ჰიკიოტოშით წააგო და პასივში უკვე 2 მარცხი აქვს.

ჰარუ ბაშოს მე-6 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა – 2:41-დან, ტოჩინოშინის – 11:38-დან


კომენტარები (20)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:14 | 20.03.2016
kelbo (7279)

დღე მე8

0?'>https://www.youtube.com/watch?v=BvXCBYrufXs&feature=youtu.be':'>https://www.youtube.com/watch?v=BvXCBYrufXs&feature=youtu.be'))

12:40 | 20.03.2016
ukleba (17336)

წააგო გაგამ

12:24 | 20.03.2016
Rati Eqvshaurashvili (14)

ეგრეც ვიფიქრე იცოდა ისევ აჯობებდა ძალაში და ჰენკა იკისრაა გოიედომ

12:01 | 20.03.2016
ukleba (17336)

წააგო გაგამ

22:49 | 19.03.2016
kelbo (7279)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=Z5_m2B2uUI4')>0?'https://www.youtube.com/watch?v=Z5_m2B2uUI4':'https://www.youtube.com/watch?v=Z5_m2B2uUI4'))

დღე მე7

15:15 | 19.03.2016
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

,,ტოჩისგან " იმედგაცრუებული ვარ , მაგარი!!!!!!!! (([

14:14 | 19.03.2016
kelbo (7279)

ხვალ დიდი დღეა - შოთიკო და კისე ეჯახებიან ერთმანეთს
ტოჩის უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება აქვს კარგ ფორმაში მყოფ გოიედოსთან
გაგა შოდაის ხვდება, მაინტერესებს შოდაი რას მოიფიქრებს გაგას წინააღმდეგ

13:14 | 19.03.2016
kelbo (7279)

ასეა თუ ისე, გაგამ მოიგო, შოთიკომაც მოიგო და შოდაიმაც... თან შოთიკომ მიოგირიუ მიაგორა...
დანარჩენებიც არ ნებდებიან - დღეს კიდე ერთი სლემი შეასრულეს იოკოძუნებმაც და ოძეკებმაც

13:13 | 19.03.2016
kelbo (7279)

ეეჰ როგორც რუსები იტყვიან - სტარაია პესნია

12:50 | 19.03.2016
zebe (1174)

დიდმა ცემპიონმა არაოო არ მოგაგებინებოოო

12:29 | 19.03.2016
zebe (1174)

ეხლა ტოჩის ჯერიააა

11:54 | 19.03.2016
zebe (1174)

ეხლა ტოჩის ჯერიააა

11:54 | 19.03.2016
zebe (1174)

ჩვენი გაგა გამხეცდა

11:19 | 19.03.2016
zebe (1174)

11:19 | 19.03.2016
zebe (1174)

ბიჭებო დღეს ტოჩი იგებს კლასს ჩაუტარებს დიდ ჩემპიონს

17:51 | 18.03.2016
UNITY (6719)

კაროჩე, ტოჩის ფანტაზია ყავთ ბნელ კუნჭულში გამოკეტილი!!!! შეიძლება სულ ერთი და იგივე???!!! ალბათ სიზმარსაც არ ნახულობს
გაგა და ტოჩი რომ არინიან ერთფეროვანი სუმოისტები მე სხვა არ ვიცი...
შეიძლება ძალიან გულდაწყვეტილი ვარ მეჩვენება... მაგრამ არ ვიცი რა...

16:59 | 18.03.2016
kelbo (7279)

raul-iker (4758) პასუხი
24 წლის ასაკში დაუსრულებია კარიერა. ალბათ სერიოზული ტრავმა მიიღო, თორე იოკოძუნის რანგში 12:3 და 13:2-იც ჰქონია.
--------------

არა ბრატ ტრავმა არაფერ შუაშია... სერიოზული კონფლიქტი (და ჩხუბიც) მოუვიდა ჯერ თანაკლუბელებთან და შემდეგ თავის მწვრთნელთან (სკოლის დირექტორსაც), დაჟე მწვრთნელის ცოლს ხელით შეეხოო...
ხოდა ისე გააბუნძულეს სუმოდან რო ლამის სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს

17:09 | 18.03.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

ვაა, საინტერესოა. მადლობა ძმა

17:50 | 18.03.2016
kelbo (7279)

არაფრის ბრატ

16:57 | 18.03.2016
Buratino (3505)

სანამ თეორიულად მაინც არსებობს შანსი, მე მაინც იმედს ვიტოვებ რომ ტოჩი დადებითს მიაღწევს. გაგა კი ვალდებულია კაჩი-კოში დადოს

16:56 | 18.03.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

მგონია, რომ პლეიოფი იქნება ამ ბაშოზე.

16:55 | 18.03.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

იმედია გამოასწორებენ.

0.120334