ქართველმა და იტალიელმა ჩოგბურთელებმა ოქსანა კალაშნიკოვამ და სარა ერანიმ ინდიან ველსის პრესტიჟული ტურნირის (საპრიზო ფონდი 6 844 130 დოლარი) წყვილთა თანრიგში ასპარეზობა ნახევარფინალში დაასრულეს.
კალაშნიკოვა და ერანი ფინალის საგზურისთვის გერმანელ ჯულიე გოერგესსა და ჩეხ კაროლინა პლისკოვას გაეჯიბრნენ და 4:6, 3:6 წააგეს.
ამგვარად, ოქსანამ და სარამ ინდიან ველსში 390-390 სარეიტინგო ქულა შეიმატეს და კლასიფიკაციაში გარკვეული წინსვლა ელით. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კალაშნიკოვა 1260 ქულით ქულით მსოფლიოს 63-ე ჩოგანია.