თამაშგარე

13:31 | 18.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორია ადამსს ფილმის გადაღება სურს

ადრეც გაუწყებდით, რომ დევიდ ბექჰემის ცოლმა, ვიქტორია ადამს-ბექჰემმა, თავის მეგობრებსა და ერთ დროს სასცენო პარტნიორებს, მტკიცე უარი უთხრა აღდგენილ გოგონათა ჯგუფ “სფაიზ გერლზის” წევრობაზე, რადგან ვიქტორიას აზრით, სასაცილოა მის ასაკში ძველებურად წიწკვი გოგოს იმიჯის მორგება.

დევიდის ცოლის ეს გადაწყვეტილება სწორია თუ არა, მოდით ეს თაობებმა განსაჯონ, მაგრამ ჩვენ ისედაც ვიცოდით და კიდეც დადასტურდა, რომ ვიქტორიას ნამეტნავად უყვარს საზოგადოების ცენტრში ყოფნა და იგი ხელიდან არასოდეს გაუშვებდა საკუთარი იმიჯით მანიპულირებასა და კეკლუცობას.

რამდენიმე დღის წინ, ვიქტორია ადამს-ბექჰემმა საზოგადოებას ამცნო, რომ ფილმის გადაღება აქვს გადაწყვეტილი და ეს ფილმი სულაც არ იქნება “ფეშენ” საზოგადოებაზე გათვლილი. ვიქტორიას სურს ფილმი ემიგრანტებზე გადაიღოს, რომლებიც ლუკმა პურის საძიებლად ჩადიან ბრიტანეთსა და ამერიკაში. სავარაუდოდ, ამ ფილმში ქართველებიც მოხვდებიან და იმედია არა იმ კუთხით, ჩვენ რაც ვიცით და რაც ძალიან არ მოგვწონს...

0.144039