კალათბურთი

1:05 | 18.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის სამქულიანები სტამბოლურ დერბიში

მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკა” ევროლიგის ტოპ-16-ის მე-11 ტურში სტამბოლურ დერბიში “ფენერბაჰჩეს” ესტუმრა და 69:77 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელის კლუბმა ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და E ჯგუფის ლიდერთან თამაში მხოლოდ ბოლო წუთებზე დათმო.

მარკოიშვილმა მოედანზე 20:27 წუთი დაჰყო და 6 ქულა და 2 პასი მოაგროვა. მანუჩარმა 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

საინტერესოა, რომ “ფენერბაჰჩეს” რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი რიკი ჰიკმანი იყო, რომელმაც 16:34 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

“დარუშაფაკა” 3 მოგებით და 8 მარცხით ჯგუფში მე-7 ადგილზე იმყოფება და ნათელია, რომ პლეი-ოფში გამსვლელ ოთხეულში ვეღარ მოხვდება.

F ჯგუფში ტრავმირებული თორნიკე შენგელიას გარეშე მოთამაშე “ლაბორალ კუჩამ” მოსკოვში ცსკა-სთან 78:90 წააგო და 7 მოგებით და 4 მარცხით მე-2 პოზიციას ინარჩუნებს.

0.125153