ფეხბურთი

22:49 | 17.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

დეშამმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ჰოლანდიასთან და რუსეთთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

"ლესტერის" ნახევარმცველ ნგოლო კანტეს "მამლების" რიგებში დებიუტი ექნება. 47 წლის სპეციალისტმა ეროვნულ გუნდში ქარიმ ბენზემა არ გამოიძახა.

ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპისთვის "მამლები" პირველ ამხანაგურ მატჩს 25 მარტს ამსტერდამში ჰოლანდიასთან გამართავენ, ოთხი დღის შემდეგ კი "სტად დე ფრანსიზე" რუსეთს დაუპირისპირდებიან.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 47 წლის სპეციალისტის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ბენუა კოსტილი ("რენი"), უგო ლორისი ("ტოტენჰემი", ინგლისი), სტივ მანდანდა ("მარსელი")

მცველები: პატრის ევრა ("იუვენტუსი", იტალია), ლუკას დინიე ("რომა", იტალია), კრისტოფ ჟალე ("ლიონი"), ბაკარი სანია ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), ჟერემი მატიე ("ბარსელონა", ესპანეთი), ლორან კოშელნი ("არსენალი", ინგლისი), მამადუ სახო ("ლივერპული"), რაფაელ ვარანი ("რეალი", ესპანეთი)

ნახევარმცველები: იოან კაბაიე ("კრისტალ პალასი", ინგლისი), ლასანა დიარა ("მარსელი"), ნგოლო კანტე ("ლესტერი", ინგლისი), ბლეზ მატიუდი (პსჟ), პოლ პოგბა ("იუვენტუსი", იტალია), მუსა სისოკო ("ნიუკასლი", ინგლისი)

თავდამსხმელები: კინგსლი კომანი ("ბაიერნი", გერმანია), ანდრე-პიერ ჟინიაკი ("ტიგრესი", მექსიკა), დიმიტრი პაიე ("ვესტ ჰემი", ინგლისი), ოლივერ ჟირუ ("არსენალი", ინგლისი), ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო", ესპანეთი), ანტონი მარსიალი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი)

0.126594