“ინდიან-უელსის” 1/4-ფინალში სერენა უილიამსმა სიმონა ჰალეპი 6:4, 6:3 დაამარცხა. მატჩი საათსა და 10 წუთში დასრულდა. უილიამსმა 7 ეისი ჩააწოდა, ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა და 9 შესაძლებლობიდან 4 ბრეიკი შეასრულა.
სერენა ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერს, პოლონელ აგნეშკა რადვანსკას შეხვდება, რომელმაც თავის მხირვ მეოთხედფინალში პეტრა კვიტოვას 6:2, 7:6 აჯობა. ურთიერთშეხვედრებში უილიამსი რადვანკას 8:1 ამარცხებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მივმართავ ყველა თანამემამულეს, ვისაც უყვარს რაგბი ან არ უყვარს მაგრამ უყვარს ჩვენი სამშობლო:
ჩემო ძვირფასებო, საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წუთები, როცა ერთ მუშტად შეკრული და ერთად დამდგარი გვინახავს ერი და ბერი! ასეთი მომენტები ძალიან ბევრია, თუნდაც გავიხსენოთ 9 აპრილას ერთად მდგომი საქართველო. კომუნისტების დროს, როცა ყოველგვარი მიტინგი თუ საჯარო თავშეყრა იკრძალებოდა, მაშინ ფეხბურთი იყო ის ერთადერთი სიხარული თუ მასობრივი შეკრების ადგილი სადაც ხალხი ერთად ზეიმობდა და ტკბებოდა.
დღეს ასეთი გამაერთიანებლის როლი ჩვენს რაგბისტებს აქვთ. ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას და გვერდში დგომას! მაშ მოდით, სტადიონზე მისვლით ჩვენი პატივცემა და დაფასება გამოვხატოთ მათ მიმართ და მთელს მსოფლიოს დავანახოთ რაოდენ შეკრული და ცივილიზებული ერი ვართ! განსაკუთრებით მინდა ვთხოვო ჩვენს ქალბატონებს, რომელთა როლიც
ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში განუზომელია: მოკიდეთ ხელი თქვენს ზოგიერთ უინიციატივო თუ "ზარმაც" მამაკაცს და წამოიყვანეთ რაგბზე, მჯერა აქ თქვენ ქართული გენის ზეიმი გელოდებათ!
მინდა მივმართო რეგიონებში მყოფებს ვისაც ტელევიზორთან მოკალათება ურჩევნია: შორიდან ათასჯერ ნანახს ყოვეთვის სჯობია თუნდაც ერთხელ უშუალოდ ადგილიდან ყურება, მით უფრო როცა საყოველთაო ზეიმის მონაწილე ხდები! ამაში მე თვითონ დავრწმუნდი შარშანდელი სუპერთასის დროს. ნუ დაგენანებათ ბილეთში სიმბოლური ფასის გადახდა და მცირეოდენი გზის ხარჯების გაღება! ხოლო იმისათვის რათა ხარჯები არ გაგეზარდოთ, ნუ გადადებთ ბილეთის შეძენას ბოლო დღემდე და შეიძინეთ ელექტრონულად, რაც ძალიან კომფორტულია (მეც ასე ვქენი)
რაგბის ყველა ქომაგს ვთხოვ რომ წამოიყვანონ ნათესავები და ახლობლები, ყველანი ვისაც სურს სანახაობა და იმავდროულად ერთად დგომა იხილოს! ასევე ყველა სპორტსმენს, მათ შორის ფეხბურთელს ვთხოვ, რომ წამოდით სტადიონზე! ნუ აღიქვამს ზოგიერთი თქვენგანი მორაგბეთა წარმატებას როგორც კონკურენტის გამარჯვებას! ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა, გთხოვთ ეს გააცნობიეროთ და მოხვიდეთ სტადიონზე! ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ რომ ტელევიზორთან ჯდომას სტადიონზე მოსვლა ამჯობინოთ, რა შემთხვევაშიც დიდი ალბათობით საყოველთაო ზეიმი გარდაუვალია! ღმერთი ჰფარავდეს სრულიად საქართველოს! ამინ!
რადვანსკასაც გააპობს