კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი პატრიკ კლუვერტი "ბლაუგრანას" გაწვრთნაზე ოცნებობს. ჰოლანდიელის განცხადებით, მას დიდი ამბიციები გააჩნია და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ევროპის ერთ-ერთი დიდი კლუბის გაწვრთნა სურს.
"დიდი ამბიციები გამაჩნია. კარგი გუნდის გაწვრთნა მსურს, რათა დავამტკიცო თუ რა შემიძლია. მოთმენა რთულია, რადგან სამუშაოს შესრულება ძალიან მსურს. ვფიქრობ, გავაუმჯობესებ ფეხბურთელების სათამაშო დონეს იმ გუნდში, სადაც ვიმუშავებ. რა თქმა უნდა, ნამდვილად მსურს "ბარსელონას" გაწვრთნა. ეს დიდი ნაბიჯი იქნება ჩემ კარიერაში. ჩემი მიზანია მომდევნო 5 წლის განმავლობაში ევროპის დიდი გუნდის გაწვრთნა." - განუცხადა კლუვერტმა Omnisport-ს.
ჰოლანდიელი "ბარსელონაში" 6 სეზონის განმავლობაში თამაშობდა და 255 მატჩში 120 გოლი გაიტანა. ამჟამად კლუვერტი კურასაოს ნაკრებს წვრთნის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ოცნებას კაცი არ მოუკლავს
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
ერთ-ერთია იმ 5 ბარსელონელიდან, რომელიც მაგრად მევასებ(ოდ)ა.
შახტარი გავიდა ღრუსეთში პანაშვიდია. თარგამაძე და ჰუფნახელი ვერ დაგვეხმარებიან. ყაზახეთანდე 11 დღე.გაფართოებული 40 კაციანი სია. ლორია რევიშვილი შელია/უფა/===ლობჟანიძე კაკაბაძე კვერკველია კაშია გრიგალავა ამისულაშვილი დვალი ხიზანიშვილი ხუბუტია ნავალოვსკი ჯიქია/ამკარი/ ====კანკავა ანანიძე დაუშვილი კვეკვესკირი აბურჯანია ცინცაძე===ოქრიაშვილი ყაზაიშვილი ჭანტურია კობახიძე მერებაშვილი ყენია ჰუფნახელი ძალამიძე ებრალიძე პაპუნაშვილი ლიპარტია არაბიძე=== მჭედლიძე ვაწაძე კაჭარავა გელაშვილი დვალიშვილი ქვილითაია მელქაძე /სპარტაკი/
ლორია, რევიშვილი, მაკარიძე, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, დვალი, ნავალოვსკი-კანკავა, ანანიძე, კვეკვესკირი, აბურჯანია, ცინცაძე-ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ჭანტურია, ყენია, ჰუფნაგელი, ძალამიძე, პაპუნაშვილი-მჭედლიძე, ვაწაძე დანარჩენი გადასაყრელია ამ სიიდან
სიამოვნებით გიხილავდი უკან,ბარსელონაში...
მაგარი იყო.
როგორ მევასებოდა ეს