ფეხბურთი

19:48 | 17.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰოჯსონმა ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა გერმანიასთან და ჰოლანდიასთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ინფორმაციას ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ჰოჯსონის რჩეულთა სიაში პირველად მოხვდნენ "ლესტერის" ნახევარმცველი დანი დრინქუოთერი და "ტოტენჰემის" მცველი დანი როუზი. დანიელ სტარიჯი, დანი უელბეკი, ჯორდან ჰენდერსონი და ფრასერ ფორსტერი ნაკრებს ტრავმის შემდეგ დაუბრუნდნენ, უეინ რუნი კი სპარინგ-მატჩებს გამოტოვებს.

"სამი ლომი" ევრო 2016-ის მოსამზადებელი ეტაპისთვის პირველ ამხანაგურს ბერლინში "ოლიმპიაშტადიონზე" გერმანიიის წინააღმდეგ გამართავს. ჰოჯსონის გუნდი ამის შემდეგ შინ დაბრუნდება და ლონდონში "უემბლიზე" ჰოლანდიას დაუპირისპირდება.

ინგლისის ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

მეკარეები: ჯეკ ბატლენდი ("სტოკი"), ფრასერ ფორსტერი ("საუთჰემპტონი"), ჯო ჰარტი ("მანჩესტერ სიტი")

მცველები: რიან ბერტრანდი ("საუთჰემპტონი"), გარი კეჰილი ("ჩელსი"), ნათანიელ კლაინი ("ლივერპული"), ფილ იაგიელკა ("ევერტონი"), დანი როუზი ("ტოტენჰემი"), კრის სმოლინგი ("მანჩესტერი იუნაიტედი"), ჯონ სტოუნსი ("ევერტონი"), კილი უოლკერი ("ტოტენჰემი")

ნახევარმცველები: დელია ალი ("ტოტენჰემი"), როს ბარკლი ("ევერტონი"), ერიკ დიერი ("ტოტენჰემი"), დანი დრინქუოთერი ("ლესტერი"), ჯორდან ჰენდერსონი ("ლივერპული"), ადამ ლალანა ("ლივერპული"), ჯეიმს მილნერი ("ლივერპული"), რაჰიმ სტერლინგი ("მანჩესტერ სიტი")

თავდამსხმელები: ჰარი კეინი ("ტოტენჰემი"), დანიელ სტარიჯი ("ლივერპული"), ჯეიმი ვარდი ("ლესტერი"), თეო უოლკოტი ("არსენალი"), დანი უელბეკი ("არსენალი")

0.128783