რაგბი

18:51 | 17.03.2016 | ნანახია 4342 - ჯერ

"ბორჯღალოსნები" რუმინეთთან მატჩს 6 ცვლილებით ხვდებიან

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-5, ფინალურ ტურამდე ორი დღე რჩება. 19 მარტს, 17 საათზე ბორჯღალოსნები სეზონის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს - რუმინელ მუხებს "დინამო არენაზე" დაუპირისპირდებიან.

მატჩის ბილეთები იყიდება დინამოს სალაროებში (11:00 – 19:00) და ონლაინ ვებ-გვერდზე BILETEBI.GE

რუმინეთთან უძლიერესი შემადგენლობით

ტრადიციულად მატჩამდე ორი დღით ადრე ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ნაკრების სამატჩო რაზმი დაასახელა. ერთი კვირის წინ, რუსეთთან რკენის შემდეგ ბორჯღალოსანთა 15-ეულში ერთბაშად 6 სიახლეა

უკანა ხაზში ორი ცვლილებაა:

გარემარბად დაბრუნდა სასჯელ’მოხდილი გიორგი ფრუიძე, 9 ნომრად კი - სოჭში დამარქაფებული ვასო ლობჟანიძე

შერკინება სანახევროდ გადახალისდა:

მარცხენა ბურჯად დაგვიბრუნდა დასვენებული მიხეილ ნარიაშვილი, კვაჭად კი მარქაფიდან დაწინაურდა ჯაბა ბრეგვაძე 7 ნომრად მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ითამაშებს საქართველოს საუკეთესო მორაგბედ არჩეული მამუკა გორგოძე, 8 ნომრად კი - ესოდენ მნიშვნელოვან თამაშს - პირველად დაიწყებს მზარდი ბექა გორგაძე

ტრავმები

როგორც ადრე გაცნობეთ, ესპანეთის მატჩის დროს მიღებული ბარძაყის კუნთების ტრავმის გამო გიორგი თხილაიშვილი ორთვიან რეაბილიტაციას გადის. მხარის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა დუდუ ქუბრიაშვილს. სამწუხაროდ, რუმინეთთან მატჩს გამოტოვებს მერაბ შარიქაძეც - მას კოჭ-წვივის ტრავმა ბოლომდე არ მოუშუშებია და რეაბილიტაცია სავარაუდოდ კიდევ 10 დღეს გასტანს.

მექულეთა დუელი: კვირიკაშვილი - ვლაიკუ

რაგბი, რაღა თქმა უნდა, გუნდური თამაშია. შაბათს, დინამოზე, ვლინდება ჩემპიონი და ‘ანთიმოზ ივერიელის თასის’ მფლობელიც, მაგრამ ინტრიგას პირადული მომენტიც ამძაფრებს

საქმე ისაა, რომ ერთმანეთს გაეჯიბრება ორი მოწინავე მექულე - ქიქერი:

ქართველი მერაბ კვირიკაშვილი და რუმინელი ფლორინ ვლაიკუ

ვლაიკუ წლეულს გამორჩეულად კარგად ირჯება: წინა შაბათს, გერმანიასთან, 59’ წუთზე, ჯარიმა კარში კიდევ დაარტყა, რითაც ანგარიში 42:0 გახადა, ერთი შეხედვით ესოდენ ულოგიკო გადაწყვეტილების მიზეზი ის იყო, რომ ოსტატმა საკარიერო მონაგარი 700 ქულას უსწორა, და თანაც ეგონა, პირველი ვარ ‘რაგბი ევროპაზე’, ვინაც ეს მიჯნა გადალახაო.

არადა, რუმინელს დაავიწყდა ჩვენი მეკო, ვინაც ისე, რომ პირად რეკორდს არასოდეს გამოჰკიდებია, იგივე ზღვარი იმავე დღეს, სოჭში გადალახა ვლაიკუზე ადრე - 50’ წუთზე, მეორე ლელოს გარდასახვისას * 17:0

რაკი სოჭსა და იაშში თამაშები ერთდროულად დაიწყო, სწორედ რომ კვირიკაშვილია პირველი ერთათასელი, ვინაც საქართველოს და რაგბი ევროპის ისტორიაში პირველად დაძლია 700. მეკო 703 ქულით იწყებს შაბათის რკენას, ხოლო ფლორინი - ერთით ნაკლებით

საქართველოს ბორჯღალოსნები

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი 2016 * * შაბ 19/03 თბილისი, დინამო არენა @ 17.00

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

მერაბ კვირიკაშვილი

მონლიუსონ [სფრ ფედ2]

1983

91

14ლ 123გ 126ჯ 3ა [703 ქ] 4სბ

14

გიორგი ფრუიძე

ქუთაისის აია [საქ დ 10]

1994

7

:

13

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

91

18ლ [4 კაპ] სბ

12

თამაზ მჭედლიძე

აჟენ [სფრ ტოპ 14]

1993

38

6ლ

11

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

54

6ლ 2სბ

10

ლაშა ხმალაძე

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1988

43

6ლ 4გ [38 ქ]

9

ვასილ ლობჟანიძე

არმაზი [საქ დ 10]

1996

14

:

შერკინება [ფორვარდები]

1

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1990

35

2ლ სბ

2

ჯაბა ბრეგვაძე

ვუსთერ [ინგ პრემ]

1987

33

ლ 2სბ

3

ანტონ ფეიქრიშვილი

ბეიონ [სფრ პრო დ2]

1987

20

3ლ სბ

4

გიორგი ჩხაიძე

ლილ [სფრ ფედ1]

1981

90

10ლ [1 კაპ] 6სბ

5

გიორგი ნემსაძე

ტარბ [სფრ პრო დ2]

1984

58

11ლ 4სბ

6

შალვა სუთიაშვილი^კაპ

ანგულემ [სფრ ფედ1]

1984

56

2ლ [11 კაპ] 3სბ

7

მამუკა გორგოძე

ტულონ [სფრ ტ14]

1984

65

26ლ [8 კაპ] 5სბ

8

ბექა გორგაძე

მონ’დე’მარსან [სფრ პრო დ2]

1996

6

ლ სბ

მარქაფა [სათადარიგოები]

23

გიორგი აფციაური

არმია [საქ დ 10]

1994

18

22

ლაშა მალაღურაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10]

1986

66

4ლ 36გ 25ჯ 3ა [176 ქ] 2სბ

21

გიორგი ბეგაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10]

1986

44

2სბ

16

შალვა მამუკაშვილი

გლაზგო [შტლ პრო 12]

1990

39

3ლ

17

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

20

18

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტ14]

1991

27

3ლ

19

კოტე მიქაუტაძე

ტულონ [სფრ ტ14]

1991

41

2ლ 2სბ

20

ლაშა ლომიძე

ბეზიე [სფრ პრო დ2]

1992

19

5ლ სბ

www.rugby.ge


კომენტარები (21)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:24 | 19.03.2016
dinamo222 (8587)

ამ სტატიის ავტორი ცოტა ვერაა ? როგორ გვყავს უძლიერესი შემადგენლობა როცა ქუბრიაშვილი თხილაიშვილი შარიქაძე და ჟვანია გვაკლია ?? ამას პლიუს კოლელიშვილი და კიდევ მიქაუტაძე რატო აითვალწუნა მილტონამ ამ ბოლო დროს სულ სკამზე რომ ზის ! რუმინეთთან ჯობდა 7 ნომერზე მიქაუტაძეს ეთამაშა და გორგოძე კი ისევ თავის ადგილზე ითამაშებდა 8 ნომერზე !

13:26 | 18.03.2016
რენე ფერეირა (6798)

ღმერთმა ჯანი მიცეს კაჭის ვფიქრობ სამომავლოდ ცენტრი შარიქაძე-მჭედლიძე იქნება

13:24 | 18.03.2016
რენე ფერეირა (6798)

ჟვანია რატო არ არის ნეტა?

13:22 | 18.03.2016
რენე ფერეირა (6798)

გორგოძეს და ლომიძეს ერთად ვერ მოვესწარი ნაკრებში.ბეგაძე მარქაფაშიც არ უნდა იყოს.ხაზში მეტი მოთამაშეები გვჭირდება.
+15 იქნება თუ მეტი მთლად უკეთესი

11:45 | 18.03.2016
sata (6)

შარიქაძე ძალიან მოუხდებოდა ამ თამაშს

11:33 | 18.03.2016
muchachino (782)

მივმართავ ყველა თანამემამულეს, ვისაც უყვარს რაგბი ან არ უყვარს მაგრამ უყვარს ჩვენი სამშობლო:

ჩემო ძვირფასებო, საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წუთები, როცა ერთ მუშტად შეკრული და ერთად დამდგარი გვინახავს ერი და ბერი! ასეთი მომენტები ძალიან ბევრია, თუნდაც გავიხსენოთ 9 აპრილას ერთად მდგომი საქართველო. კომუნისტების დროს, როცა ყოველგვარი მიტინგი თუ საჯარო თავშეყრა იკრძალებოდა, მაშინ ფეხბურთი იყო ის ერთადერთი სიხარული თუ მასობრივი შეკრების ადგილი სადაც ხალხი ერთად ზეიმობდა და ტკბებოდა.
დღეს ასეთი გამაერთიანებლის როლი ჩვენს რაგბისტებს აქვთ. ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას და გვერდში დგომას! მაშ მოდით, სტადიონზე მისვლით ჩვენი პატივცემა და დაფასება გამოვხატოთ მათ მიმართ და მთელს მსოფლიოს დავანახოთ რაოდენ შეკრული და ცივილიზებული ერი ვართ! განსაკუთრებით მინდა ვთხოვო ჩვენს ქალბატონებს, რომელთა როლიც
ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში განუზომელია: მოკიდეთ ხელი თქვენს ზოგიერთ უინიციატივო თუ "ზარმაც" მამაკაცს და წამოიყვანეთ რაგბზე, მჯერა აქ თქვენ ქართული გენის ზეიმი გელოდებათ!
მინდა მივმართო რეგიონებში მყოფებს ვისაც ტელევიზორთან მოკალათება ურჩევნია: შორიდან ათასჯერ ნანახს ყოვეთვის სჯობია თუნდაც ერთხელ უშუალოდ ადგილიდან ყურება, მით უფრო როცა საყოველთაო ზეიმის მონაწილე ხდები! ამაში მე თვითონ დავრწმუნდი შარშანდელი სუპერთასის დროს. ნუ დაგენანებათ ბილეთში სიმბოლური ფასის გადახდა და მცირეოდენი გზის ხარჯების გაღება! ხოლო იმისათვის რათა ხარჯები არ გაგეზარდოთ, ნუ გადადებთ ბილეთის შეძენას ბოლო დღემდე და შეიძინეთ ელექტრონულად, რაც ძალიან კომფორტულია (მეც ასე ვქენი)
რაგბის ყველა ქომაგს ვთხოვ რომ წამოიყვანონ ნათესავები და ახლობლები, ყველანი ვისაც სურს სანახაობა და იმავდროულად ერთად დგომა იხილოს! ასევე ყველა სპორტსმენს, მათ შორის ფეხბურთელს ვთხოვ, რომ წამოდით სტადიონზე! ნუ აღიქვამს ზოგიერთი თქვენგანი მორაგბეთა წარმატებას როგორც კონკურენტის გამარჯვებას! ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა, გთხოვთ ეს გააცნობიეროთ და მოხვიდეთ სტადიონზე! ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ რომ ტელევიზორთან ჯდომას სტადიონზე მოსვლა ამჯობინოთ, რა შემთხვევაშიც დიდი ალბათობით საყოველთაო ზეიმი გარდაუვალია! ღმერთი ჰფარავდეს სრულიად საქართველოს! ამინ!

13:26 | 18.03.2016
პანტელეიმონი (4347)

+1

11:02 | 18.03.2016
BEERTRANCE (97819)

4 ლელოს არ ველი, 2 ან 3 ლელოს ველი ჩვენგან მაქსიმუმ, მარა +15-ის მაგრა მჯერა.

13:04 | 18.03.2016
miriani (2665)

იქნება +15!!!!

09:44 | 18.03.2016
maxo_65 (5844)

+15 4 ლელოს დადების გარეშეც შეიძლება, შარშან რუსებს 30–0 მოვუგეთ, მაგრამ 4 ლელო არ დაგვიდია

22:27 | 17.03.2016
Buratino (3505)

ნამდვილად მჯერა რომ მოვიგებთ მაგრამ ნუთუ ასეთი სუსტი გგონიათ რუმინეთი, როცა მათთვის
4 ლელოს დადებასა და უპირობოდ +15 მოგებაზე საუბრობთ?! ჯერ ერთი, სასტარტო შემადგენლობა სულაც არ მიმაჩნია საუკეთესოდ. ფრუიძე, გორგაძე ჯერ დაუღვინებლები არიან და ფიზიკურადაც წრთობა აკლიათ, ხოლო "ბინგო" (ჩხაიძე) ასაკოვანია და რუმინეთთან სწრაფი მოქმედებები გაუჭირდება. მაგრამ რახან ჰეიგი მათ შემცვლელებს (ჩილაჩავა, მიქაუტაძე, ლომიძე) და სხვებსაც საჭირო მომენტისთვის ინახავს, ვნახოთ როგორც წავა მანამდე თამაში. თუმცა, ისიც ნათელია რომ ლელოები ცოტა იქნება, ხოლო რუმინეთის შერკინებას ისე აშკარად ვერ ვაჯობებთ როგორც სხვა მეტოქეებისას. ამიტომ საჭიროა, მინიმალურად დავჯარიმდეთ თორემ ვლაიკუ მაგრად ურტყამს ჯარიმებს. მოკლედ, მე მეეჭვება 15 ქულაზე მეტით მოგება და თუ შევცდი, მაშინ უბედნიერესი ვიქნები და საბოლოოდ ვირწმუნებ რომ მსოფლიოს მერე ყველას (რუმინეთსაც) ერთი თავით ვჯობივართ

21:27 | 17.03.2016
Kala94 (6114)

IKA 13
ალბათ ორწლიან ციკლზეა ლაპარაკი.. იქ ჩვენ 40 ქულა გვაქვს და რუმინეთს 34.. მაგრამ რადგან ყოველ წელს თამაშდება თასი მოგება ან ფრე (ბონუს ქულის გარეშე, ანუ 4 ლელო რომ დადონ და ჩვენ ვერა ეგრე არ გვაწყობს) გვინდა..

21:20 | 17.03.2016
Kala94 (6114)

მარქაფაში ევროპის საუკეთესო გუნდის 2 მორაგბე რო გიზის რაღა უნდა ვთქვა შემადგენლობაზე

20:38 | 17.03.2016
maxo_65 (5844)

ვფიქრობ რუმინელების უკანახაზელები შეტევაში ცოტათი გვჯობიან, სამაგიეროდ დაცვაში ჩვენ ვჯობივართ უფრო მეტად, სამაგიეროდ დანარჩენში შედარებაც არ შეიძლება, ისეთი განსხვავებაა კლასში, ვფიქრობ + 15-ით უნდა მოვიგოთ, თუ სტადიონს გავავსებთ, უფრო მეტიდაც..ძალიან მინდა ფრუიძემ ბოლოსდაბოლოს გამოამჟღავნოს ის თვისებები, რაც გააჩნია..დიდი პოტენციალია ამ ბიჭში, თუ ათამაშდა 14 ნომრის პრობლემა გადაიჭრება, ბეკები უნდა იყვნენ პირველ რიგში სწრაფები და თან ფიზიკურად ძლიერები, მათზე ბევრია დამოკიდებული..წარმატებები ჩვენს ბიჭებს

21:26 | 17.03.2016
irakliy (139)

ვერაფრით ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ რუმინეთის უკანა ხაზი ჩვენსას ჯობია. კანადის ჯობია, ამერიკის დავუშვათ. რუმინეთის ნაგდად ვერა.
ისე ბიჭებო ნამეტანი ოპტიმისტები ხომ არ ვართ? არაა რუმინეთი ისეთი ფარჩაკი გუნდი, რომ უეჭველი +15 მოვუგოთ. გმერთმა ქნას, რა ვიცი..

21:54 | 17.03.2016
maxo_65 (5844)

ნუ დამეთანხმები, შენი ნებაა... კი ნამეტანი ოპტიმისტი ვარ და +15-ით მოვუგებთ..

22:28 | 17.03.2016
irakliy (139)

შენ პირს შაქარი

22:01 | 17.03.2016
maxo_65 (5844)

არ ვთვლი რომ რუმინეთი ფარჩაგია, პირიქით პატივს ვცემ, მათთა უნებურად ჩვენი მასწავლებლები არიან..

20:47 | 17.03.2016
doubleza (2599)

რაში უნდა გვაჯობონ მე ვერ ვხედავ. ისეთი ატმოსფერო უნდა იყოს ტრიბუნებზე ზეიმის რომ +15 ს ნატრულობდნენ რუმინელები. ბინძური თამაში იციან და მთავარია პროვოკაციებზე არ წამოგვაგონ, არასაჭირო ჯარიმები არ ავიკიდოთ და დისციპლინირებული გამართული რაგბი დაუპირისპიროთ. ძალიან მნიშვნელოვანია ანგარიშში დაწინაურებაც. ჩვენ სანერვიულო არაფერი გვაქვს მთავარია ჩვენი კოზირები სწორად გამოვიყენოთ. დაცვა,შერკინება,მოლი,აუტი რომმოიჩეჩქვებიან მერე უკანა ხაზიც ჩაირთება. მძმე თამაში იქნება მაგრამ სასიამოვნო დასასრულს ველი ამ კარგად დაწყებული საქმის. მადლობა გადაუხადოთ მორჯღალოსნებს იმ სიხარულისათვის რაც მოგვანიჭენ, ყველანი სტადიონზე.

20:53 | 17.03.2016
maxo_65 (5844)

ადრე ბედავდნენ და ახლა ვეღარ გაბედავენ ბინძურ თამაშს..მოვუგეთ აბა რას ვიზამთ, ამაში ეჭვიც არ მეპარება ...

20:34 | 17.03.2016
ika13 (912)

ყველა უცხოური გამოცემა წერს, რომ საქართველომ ერთი ტურით, ვადაზე ადრე გაინაღდა ერთა თასიო და აქ ამბობენ რუმინეთსაც აქვს შანსიო…რომც წავაგოთ ერთა თასი ჩვენია. რა თქმა უნდა წაგებას არავინ აპირებს...

20:26 | 17.03.2016
BEERTRANCE (97819)

ნამდვილად +15 უნდა გამოგვივიდეს

20:14 | 17.03.2016
doubleza (2599)

მარქაფას რომ უყურებ ბევრს რომ ძირითადში ენატრებდა ისეთია. რუმინელებს +15 უნდა მივართვად და მე12 ადგილი გავიმყაროთ. ნაკრების განვითარების გეგმების დასახვა გვჭირდება ტესტები და ტურნირები ა ნაკრებისათვის იმისათვის რომ მზარდი საქართველოდან სტაბილურად მარალი დონის შევსება მივიღოთ.

20:00 | 17.03.2016
პანტელეიმონი (4347)

გავიმარჯვებთ ! ! !

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

19:58 | 17.03.2016
irakliy (139)

და სისწრაფეში გვინდა აუცილებლად მომატება. არა მარტო მოძრაობისას, არაედ გადაწყვეტილების მიგების დროსაც. მაგის გარეშე ათეულში შესვლა გამორიცხულია.

19:29 | 17.03.2016
dd24 (274)

ხაზში ოდნავ გაიზარდა მოთამაშეების მაგრამ ძალიან ცოტაა კვლავ მეტი სიღრმეა საჭირო ურო მაღალ დონეზე სათამაშოდ, ჰეიგი რამდენიმე კოზირს ინახავს მეორე ტაიმისთვის გეგმავს ძალიან კარგია ტულონის ბრივის და გლაზგოს მოთამაშეები რომ სათადარიგოზე გვყავს (გვაქვს ამის ფუფუნება) რუმინეთთან ვფიქრობს აშკარა უნდა იყოს ჩვენი უპირატესობა. იდეაში ათეულისთვის მეტიი სიღრმე და მეტი მოთამაშე გვინდა ტოპ ჩემპიონატებში განსაკუთრებით ხაზიდან, ასევე უმნიშვნელოვანესია ჩვენი კლუბების გამოსვლა ევროთასებზე 15+ არის ჩემი პროგნოზი ამ შეხვედრაში და ძაან მაგარი იქნება 4 ლელოს თუ დაუდებთ

19:24 | 17.03.2016
Number 0 (3)

უნდა გავიმარჯვოთ

19:17 | 17.03.2016
irakliy (139)

შემადგენლობით აშკარად ვჯობივართ. სად ჩვენი ბიჭების გუნდები და სად იმათი. მაგრამ სავარაუდოდ მაინც მძიმე თამაში იქბება. კი ვჯობივართ რუმინეთს, მაგრამ იმდენადაც არა, რომ ცალი ხელით მოვუგოთ.

18:58 | 17.03.2016
Beso Sigua (22)

Moushushavs:-)

0.127603