ფეხბურთი

17:22 | 17.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

აზერბაიჯანული საიტი: “ნეფთჩის” ლორიას შეძენა სურს

Azerifootball.com-ის ცნობით, ბაქოს “ნეფთჩის” გიორგი ლორიას შეძენა სურს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლორია აზერბაიჯანულ გუნდში გადასვლას დათანხმდეს, თუმცა “ნეფთჩი” მოწადინებულია და სურს, რომ ლორიათი გააძლიეროს გუნდი.

აზერბაიჯანული პრესა წერს, რომ “ნეფთჩის” ყველაზე სუსტი წერტილი მეკარეა. აგილ მამედოვი ჰყავდათ პირველ გოლკიპერად, ბოლო ტურებში კი გამოუცდელ მაქსიმ ვაილოს აყენებენ.

ლორია რუსულ “კრილიაში” წარმატებით თამაშობს და იშვიათია შემთხვევა, რომ რუსეთის პრემიერლიგის გუნდის სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელმა აზერბაიჯანში გააგრძელოს კარიერა.

0.119078